• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ნინოწმინდაში 1 მლნ 200 ათას ლარზე მეტი ღირებულების მცენარეების ნაწილი ორ თვეში გახმა

ნინოწმინდაში 1 მლნ 200 ათას ლარზე მეტი ღირებულების მცენარეების ნაწილი ორ თვეში გახმა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, წინა წლის ნოემბერში, რეკრეციული ზონის მოწყობის ფარგლებში, სხვადასხვა მცენარე დარგეს. ღონისძიებისთვის, ჯამში, მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს. მიმდინარე წლის აპრილის მდგომარეობით, მცენარეების ნაწილი გამხმარია.

15/05/2023
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

რეზიუმე

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, წინა წლის ნოემბერში, რეკრეციული ზონის მოწყობის ფარგლებში, სხვადასხვა მცენარე დარგეს. ღონისძიებისთვის, ჯამში, მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს. მიმდინარე წლის აპრილის მდგომარეობით, მცენარეების ნაწილი გამხმარია. ნოემბერში სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ადგილობრივ ტელევიზიასთან აცხადებდა, რომ, ხეების დარგვის პროცედურამდე, ადგილზე ექსპერტიზა ჩატარდა. მოგვიანებით კი, მომდევნო თვეებში, სამუშაოებში ჩართული პირები ვარაუდობენ, რომ მიწის ექსპერტიზის შედეგებში, შესაძლოა, ნინოწმინდის კლიმატის სპეციფიკა გათვალისწინებული არ იყო.

ანალიზი

2021 წლის 26 აპრილს გამოქვეყნდა საქართველოს მთავრობის №185 დადგენილება, რომლის მიხედვით, ხელსაყრელი და დაბალანსებული მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური გარემოს შექმნის, ტურისტულად მიმზიდველი და ადგილობრივი მოსახლეობისათვის სოციალური გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, გარდა ქალაქ თბილისის, ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჭარის მუნიციპალიტეტებისა, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდებოდა.

ნინოწმინდის, თეთრიწყაროს, წალკისა და რუსთავის ლოკაციების კეთილმოწყობისთვის გამოცხადებულ სატენდერო კონკურსში გაიმარჯვა შპს „საბა კონსტრაქშენმა“, რომელთანაც 20 მლნ ღირებულების ხელშეკრულება 2021 წლის 16 ივნისს გაფორმდა.

სამუშაოების შესრულების ვადა 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა. კონტრაქტის გაფორმებიდან ერთ თვეში, მიმწოდებელს დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარდგენა ევალებოდა, ექვს თვეში კი სამშენებლო სამუშაოები უნდა დაესრულებინა.

ხელშეკრულების მიხედვით, ნინოწმინდის ორი რეკრეაციული ზონის - ცენტრალური ბაღისა და ჰაოს-ქართლოსის ბაღის რეაბილიტაცია უნდა მომხდარიყო. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, კომპანიამ აღმოაჩინა, რომ საჭირო იყო დამატებითი სამუშაოების შესრულება. 2022 წლის ნოემბერში მან შემსყიდველს წერილი გაუგზავნა და თანხის გაზრდა მოითხოვა. იმავე წლის დეკემბრის შეთანხმებით, ხელშეკრულების ღირებულებამ, თითქმის, 22 მლნ ლარს მიაღწია.

მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების საბოლოო აქტი 2023 წლის თებერვალში გაფორმდა. თუმცა უკმაყოფილებას არა ვადების დარღვევა, არამედ სამუშაოების ხარისხი იწვევს. კერძოდ: სკვერში განთავსებული დეფექტური სკამები, საპირფარეშოს დაზიანებული სახურავი და სხვა.

წყარო: რადიო ნორი

ადგილობრივი თვითმმართველობა უხარისხო სამუშაოებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ხელშეკრულების საგარანტიო ვადა ჯერაც არ დასრულებულა და შეუძლია, კომპანიას ხარვეზების აღმოფხვრის მოთხოვნით მიმართოს.თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, მიმართა, თუ არა.

ხელშეკრულებით, ასევე, გათვალისწინებული იყო მცენარეების შესყიდვა, ტრანსპორტირება და დარგვა. ექსპერტისზის დასკვნაში საუბარია შემდეგ ხე-ნერგებსა და ბუჩქებზე: ირმის რქა, მარადმწვანე მუხა, მაგნოლია დიდყვავილა, მეტასექვოია, კანადური ნაძვი, ლიგუსტრუმი, ბზა და სხვა. ორივე ბაღისთვის მცენარეების შესყიდვაზე გათვალისწინებული იყო 1 მლნ 200 ათას ლარზე მეტი.ფოტო: ნინოწმინდის ცენტრალური ბაღი, ნინოწმინდის სათემო რადიო „ნორი“

2022 წლის ნოემბერში დარგული მცენარეები, რამდენიმე თვეში, თოვლმა დაფარა. დარგვის მომენტში სამუშაოების ხელმძღვანელი რუბენ აზრუმციანი ადგილობრივ მედიასთან ამბობდა, რომ მცენარე, წესით, უნდა გადარჩეს. მიმდინარე წლის აპრილის მდგომარეობით, ადგილობრივების თქმით, რამდენიმე ნაძვი გახმა და უკვე მოაშორეს. ისინი აცხადებენ, რომ გაზონიც განადგურებულია, რაც ჩანს ასევე ჩვენ მიერ დაფიქსირებულ კადრებში.

ფოტო: ნინოწმინდის ცენტრალური ბაღი, ნინოწმინდის სათემო რადიო „ნორი“

ტელევიზია „ფარვანასთან“ საუბარში ბაღის გვერდით მდებარე კულტურის სახლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სარიბეკ ღარსლიანი აცხადებს, რომ ინჟინრები ყველას არწმუნებდნენ, რომ ეს ხეები სწორედ ნინოწმინდის მსგავსი კლიმატის მქონე ლანდშაფტებისთვის არის განკუთვნილი, ხოლო მიწის ესქპერტიზების მიხედვით, ხეები უნდა გადარჩენილიყო. ღარსლიანის განმარტებით, სავარაუდოდ, ექსპერტიზამ ვერ გაითვალისწინა, რომ ნინოწმინდაში ზოგჯერ მინუს 30-35 °C ფიქსირდება.

ფოტო: ნინოწმინდის ტელევიზია „ფარვანა“

ნინოწმინდის მერის მოადგილე არმენ ბდოიანი ამბობს, რომ, თუ ნარგავი გახმა, კომპანია მას ახალი მცენარით ჩაანაცვლებს.

ფაქტია, რომ არსებული მდგომარეობით, ნინოწმინდის ცენტრალურ ბაღში რამდენიმე ნარგავი გამხმარია. სავარაუდოდ, მცენარეების შერჩევისას, ადგილობრივი კლიმატი სრულად გათვალისწინებული არ იყო. ამასთანავე, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებიც გამოსასწორებელია. თუ კომპანია ჩათვლის, რომ ხარვეზები მის ბრალი არაა, შესაძლოა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გაწევის აუცილებლობა დადგეს.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა