სოციალურ ქსელში იოსებ სტალინის ძეგლის ფოტო ვრცელდება, რომელიც, მტკიცების თანახმად, ბერლინში დგას და მას საპატიო ყარაული იცავს.

Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული ფოტო Getty Images-ს ეკუთვნის და ის 1951 წელს ძველ შტალინ-ალეეს (Stalinallee) ბულვარშია გადაღებული. ხრუშჩოვის პერიოდში ჩატარებული ე.წ. დესტალინიზაციის დროს, 1961 წელს შტალინ-ალეეს ბულვარს სახელი გადაერქვა და კარლ-მარქს-ალეე ეწოდა, იქვე მდებარე სტალინის ძეგლი კი დაამსხვრიეს და ნაწილები ღამით მალულად გადაიტანეს. სტალინის ბრინჯაოს ძეგლის ყური კი ახლოს მდებარე კაფეშია გამოფენილი. აღსანიშნავია, რომ დესტალინიზაციის დროს სტალინის მონუმენტები მასიურად ნადგურდებოდა – ძეგლებს ადნობდნენ, მარხავდნენ ან მდინარეებში ყრიდნენ.

ამდენად, Facebook-ანგარიშის პოსტი მანიპულაციურია – გავრცელებული ფოტო 1951 წელს არის გადაღებული და დღევანდელობას არ ასახავს. 1961 წელს ბერლინში მდებარე სტალინის ძეგლი დაამსხვრიეს, ხოლო შტალინ-ალეეს ბულვარს, სადაც სტალინის ძეგლი იყო განთავსებული, კარლ-მარქს-ალეე ეწოდა.

--------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი