• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ევროპის 95%-მა თურქეთის მოქალაქეებს ვიზები გაუუქმა

დეზინფორმაცია: ევროპის 95%-მა თურქეთის მოქალაქეებს ვიზები გაუუქმა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

06/06/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ევროპის ქვეყნების მხრიდან თურქეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. პოსტის ავტორის მტკიცებით, ევროპის 95%-მა თურქეთის მოქალაქეებს ვიზები გაუუქმა, მაშინ, როცა თურქეთს ევროკავშირის სტატუსი აქვს. რეალურად, თურქეთი შენგენის ვიზაზე განაცხადის რაოდენობის მიხედვით მეორე ქვეყანაა, ხოლო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაზე უარის მაჩვენებლის რიცხვის 95%-მდე ზრდა არ დასტურდება. ამავდროულად, არც უკვე გაცემული ვიზების მოქმედების შეჩერება დასტურდება.

თურქეთში შენგენის ვიზების გაცემასთან დაკავშირებით მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მუსიკოსებმა ონურ აკინმა და ვოლკან კონაკმა განაცხადეს, რომ გერმანიამ მათი სავიზო განაცხადები არ დააკმაყოფილა. ვიზების გაცემასთან დაკავშირებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 30 მაისს TOBB-ის (თურქეთის პალატებისა და სასაქონლო ბირჟების კავშირი) 79-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „იმედი მაქვს, ჩვენ რაც შეიძლება მალე მოვაგვარებთ ამ სავიზო პრობლემას, რომელიც ბოლო პერიოდში პოლიტიკურ შანტაჟად იქნა გამოყენებული“.

„ევროკავშირს არ აქვს ვიზების დაბლოკვის პოლიტიკა თურქეთისთვის“,- განაცხადა თურქეთში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა ნიკოლაუს მაიერ-ლანდრუტმა. მისი თქმით, ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს სავიზო საკითხის პრობლემების გადასაჭრელად. ლანდრუტმა აღნიშნა, რომ შენგენის ვიზაზე განაცხადის მაჩვენებლის მიხედვით, თურქეთი მოწინავე სახელმწიფოა. ამავდროულად, 2022 წლის განმავლობაში, თურქეთის მოსახლეობისთვის ვიზებზე უარის თქმის მაჩვენებელი მსოფლიო მაჩვენებლის საშუალოზე დაბალია.

ელჩმა ასევე განაცხადა, რომ 2022 წელს ვიზებზე უარის თქმის მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით 15%-ით შემცირდა და თურქებზე გაცემული გრძელვადიანი ვიზები მსოფლიო მაჩვენებლის საშუალოზე მაღალია.

აღსანიშნავია, რომ გერმანიამ თურქეთის მოქალაქეებზე იანვარ-მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 40 000-ით მეტი შენგენის ვიზა გასცა. ეს ინფორმაცია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა BBC Turkish-სთან განაცხადა. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ 2023 წლის იანვარ-მაისის პერიოდში თურქეთის მოქალაქეებზე დაახლოებით 100 ათასი შენგენის ვიზა და 18 ათასი ეროვნული ვიზა გაიცა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 60 ათასი შენგენის ვიზა და 16 ათასი ეროვნული ვიზაა გაცემული.

შესაბამისად, Facebook-ანგარიშის პოსტის მტკიცება, რომ ევროპის 95%-მა თურქეთის მოქალაქეებისთვის ვიზები გააუქმა, მცდარია.

--------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#ჩინეთი
#თურქეთი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა