1 ივნისს „სეზონი TV“-ის გადაცემაში „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად“, გადაცემის წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ გააკრიტიკა კამპანია „გამორთე რუსული“, რომელიც საზოგადოებას მოუწოდებს, რუსულ მუსიკას არ მოუსმინონ. კამპანიაში საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მონაწილეობენ.

ნიკოლოზ მჟავანაძე ამტკიცებს, რომ კამპანიის მონაწილეები, გია ჭანტურია და მიშა მშვილდაძე რუსულ КВН-ში 2008 წლის ომის შემდეგ გამოვიდნენ და სადემონსტრაციოდ ვიდეოც დაურთო. „ეს ხალხი, რომლებიც ყველაფერი რუსულისგან დისტანცირებას ითხოვს და ლამის არი, აი როგორც ფაშისტებმა წიგნები დაწვეს, ისე ითხოვენ წიგნების დაწვას, ერთ-ერთი პირველი არხის დირექტორი ბრძანდებოდა გია ჭანტურია და ესეც შეუერთდა ამ კამპანიას არა რუსულ მუსიკას და მე მახსოვს ეს კაცი 2008 წლის ომის შემდგომ იქ როგორ გამობრძანდა იმ კავეენზე და როგორ აბულბულებდა ამ რუსულ სიმღერას“ ... „აქ არი მიშა მშვილდაძეც სხვათა შორის, აი ამ კავეენის ჯგუფში და ესენი მღეროდენ, გრიალებდნენ“, - განაცხადა მჟავანაძემ.

ნიკოლოზ მჟავანაძის მტკიცება, რომ გია ჭანტურია რუსულ КВН-ში 2008 წლის ომის შემდგომ მონაწილეობდა - ყალბია. მის მიერ ნაჩვენებ ვიდეოს დასაწყისს თუ დავაკვირდებით, ნათლად ჩანს ფონი, რომელზეც წერია КВН 2000, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული გადაცემა ჩაწერილია არა 2008 წლის შემდეგ, არამედ 2000 წელს.

გარდა ამისა, YouTube-ზე გადაცემის სრული ვერსიაციძებნება, რომელიც ადასტურებს, რომ იგი 2000 წელს არის ჩაწერილი.

რაც შეეხება მიშა მშვილდაძეს, ის ნამდვილად იყო „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ გუნდის წევრი. თუმცა ვიდეოში, რომელიც „სეზონი ტვ-ზე“ გავიდა, არ ჩანს. მიშა მშვილდაძეს ვხვდებით 2000 წლის უკრაინის ლიგაში.

ინფორმაციის დასაზუსტებლად „ფაქტ-მეტრი“ მიშა მშვილდაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, 2002 წლის შემდეგ თსუ-ს გუნდს, რომელშიც მიშა მშვილდაძე და გია ჭანტურია იყვნენ, რუსეთში გამართულ ჩემპიონატში მონაწილეობა აღარ მიუღია. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ქართველების მოთხოვნა იყო ამ ლიგაში აფხაზებს დამოუკიდებელი გუნდით არ მიეღოთ მონაწილეობა. მას შემდეგ რაც 2002 წელს აფხაზებს მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცათ, თსუ-ს გუნდმა რუსული ლიგა დატოვა.

ამგვარად, ნიკოლოზ მჟავანაძის მტკიცება ყალბია.

-----------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი