სოციალურ ქსელში ანგარიში „შიინ ევროპისკენ“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია, (1;2;3) მორიგ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს.

აღნიშნული ანგარიშის გვერდზე ვხვდებით მოკლე ვიდეოს, აღწერით: „7-8 მარტის აქციების ერთ-ერთი მონაწილე Gen-Z”.

ვიდეოზე ნათლად ჩანს, რომ მასალა სოციალურ ქსელ „Tik-Tok”-დან არის აღებული და ვიდეოს ავტორის სახელიც გარკვევით იკითხება.

გადამოწმებისას დგინდება, რომ აღნიშნული ვიდეო გამოაქვეყნა გვერდმა „Orchard Road Fashion“, რომლის ვიდეოებიც ძირითადად ქუჩის მოდას (street style) ეხება.

ამ ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ, რომ იგი გადაღებულია ქალაქ სეულის ერთ-ერთ უბანში (Hongdae-ში). აქვე მონიშნულია იმ პიროვნების ინსტაგრამ გვერდი, რომელიც ფიგურირებს ვიდეოში - Sam Goodridge.

ამგვარად, „შიინ ევროპისკენ“ ანგარიშის მიერ გავრცელებული ვიდეოს აღწერა ყალბია და 7-8 მარტის აქციის მონაწილეს არ ასახავს.

-----------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი