• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: აშშ-ში გამოაკრეს ბილბორდები, სადაც მამაკაცის დაორსულების უფლების მხარდამჭერი კამპანიაა

დეზინფორმაცია: აშშ-ში გამოაკრეს ბილბორდები, სადაც მამაკაცის დაორსულების უფლების მხარდამჭერი კამპანიაა

ვერდიქტი: მანიპულაცია

12/07/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში, ნონა შარაბიძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3,4), ბილბორდის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც წერია: „აშშ  ყველა მამაკაცს აქვს ორსულობის უფლება, მხარი დაუჭირეთ რეპროდუქციულ თავისუფლებას“.  „აი, ესაა რუსოფობ-პიდარასტების საყვარელი ამერიკა!“,- წერია Facebook- პოსტში.  რეალურად, აღნიშნული ბილბორდი სატირული შინაარსის   პოლიტიკური რეკლამების ნაწილს წარმოადგენს, რომელიც  ორგანიზაცია  „Citizens for Sanity“-ის მიერ არის შექმნილი.

 

„Citizens for Sanity“ (მოქალაქეები საღი აზრისთვის) წარმოადგენს კონსერვატიულ არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც 2022 წელს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილმა წარმომადგენელმა სტივენ მილერმა შექმნა. „Citizens for Sanity“-ს მისია მათ ვებ-გვერდზეა წარმოდგენილი: „საღი აზრის დაბრუნება ამერიკაში, ლოგიკისა და გონიერების მნიშვნელობის ხაზგასმა, „ვოუქიზმისა“ და ანტიკრიტიკული აზროვნების იდეოლოგიების დამარცხება, რომლითაც გაჟღენთილია ჩვენი ქვეყნის ყველა სექტორი და საფრთხეს უქმნის იმ თავისუფლებებს, რომლებიც ამერიკული ოცნების საფუძველს წარმოადგენს“. 

სწორედ პოლიტიკური რეკლამების სერიიდანაა Facebook-ის ანგარიშის მიერ გაზიარებული ბილბორდი: „ყველა მამაკაცს აქვს ორსულობის უფლება, მხარი დაუჭირეთ რეპროდუქციულ თავისუფლებას“,- წერია ბანერზე.

 

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის პოლიტიკური რეკლამები ძირითადად დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ არის მიმართული (იხილეთ ფოტოები):

აღნიშნული ორგანიზაციის მიერ გავრცელებული რეკლამები ყურადღების ცენტრში  ხშირად ექცევა, მათ შორის არასწორი ინფორმაციის გავრცელების კუთხით. მაგალითად, ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია „Politifact“-მა გადაამოწმა „Citizens for Sanity“-ის მიერ გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტი ბაიდენი და დემოკრატები უკრაინას ქონებას უგზავნიან, მაგრამ არაფერს - მათ შვილებს. „Politifact“ წერს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია: „2021 ფისკალურ წელს აშშ-ს ბავშვებზე დანახარჯები შვიდჯერ აღემატებოდა უკრაინის ომის ფედერალურ ხარჯებს“. 

ორგანიზაციამ „Citizens for Sanity“ ასევე გაავრცელა ანტიიმიგრაციულ რეკლამა, რომელიც მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში. „ვის უშვებს ჯო ბაიდენი ჩვენს ქვეყანაში?“ ვიდეოში ნათქვამია, რომ ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ აშშ-ში  შესვლის  ნება მისცა კრისტოფერ პუენტეს, მამაკაცს, რომელსაც ბრალი ედებოდა 2020 წელს 3 წლის გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში. მაგრამ, როგორც ირკვევა, პუენტე წლების განმავლობაში, ბაიდენის ადმინისტრაციამდეც,  იმყოფებოდა აშშ-ში. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ  „Citizens for Sanity“-ის გუნდში მილერის გარდა -  ტრამპის ადმინისტრაციიდან, სხვა თანამშრომლებიც არიან ჩართულნი. 

ამდენად, Facebook-ის მომხმარებელი აღნიშნული სატირული ბილბორდის გაზიარებით და წარწერით: „ესაა რუსოფობ-პიდარასტების საყვარელი ამერიკა“,  ანტიამერიკული ნარატივის გავრცელებას ცდილობს. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#მანიპულაცია
#სატირული ბილბორდი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა