• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მანიპულირება: კალიფორნიაში მშობლებს, რომლებიც ბავშვის სქესის შეცვლაზე უარს ამბობენ, მეურვეობის უფლება ჩამოერთმევათ

მანიპულირება: კალიფორნიაში მშობლებს, რომლებიც ბავშვის სქესის შეცვლაზე უარს ამბობენ, მეურვეობის უფლება ჩამოერთმევათ

ვერდიქტი: მანიპულირება

13/07/2023
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში ნონა შარაბიძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3,4), კალიფორნიაში მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „კალიფორნიის კანონმდებლები გვთავაზობენ ბავშვების წაყვანას მშობლებისგან, რომლებიც არ აღიარებენ ლგბტ არჩევანს. კანონპროექტი ითვალისწინებს: თუ ბავშვებს სურთ აირჩიონ ახალი სქესი ან სექსუალური ორიენტაცია და ამაში მშობლები არ უჭერენ მხარს, მაშინ 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები შეძლებენ, გადავიდნენ სახელმწიფო საერთო საცხოვრებელში“, - წერია პოსტში. შესაბამისად, პოსტის ავტორი გულისხმობს, რომ კალიფორნიის ასამბლეაში წარდგენილი კანონპროექტი მშობლებისთვის ბავშვებზე მეურვეობის ჩამორთმევას ითვალისწინებს, თუ ისინი მათ „ლგბტ არჩევანს არ აღიარებენ“.

რეალურად, აღნიშნული კანონპროექტი (California Assembly Bill 665) მოზარდებში მენტალურ სამედიცინო სერვისებზე წვდომას გულისხმობს. კანონპროექტი არ მოიცავს მშობლებისთვის მეურვეობის ჩამორთმევას იმ შემთხვევაში, თუ ისინი შვილებისთვის სქესის შეცვლაზე უარს იტყვიან.

კალიფორნიის ასამბლეას 2023 წლის თებერვალში წარედგინა კანონპროექტი (AB 665), რომელიც მიზნად ისახავს 12-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებს, მშობლის თანხმობის ან შეტყობინების გარეშე, ჰქონდეთ მენტალური ჯანმრთელობისთვის აუცილებელი მკურნალობის მიღების შესაძლებლობა. კანონპროექტი საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, ჰქონდეთ დამოუკიდებელი წვდომა მენტალური ჯანმრთელობის ამბულატორიულ სერვისებზე, რაც შეიძლება მოიცავდეს კონსულტაციას, მაგრამ არ მოიცავს სამედიცინო პროცედურებსა თუ მედიკამენტოზური მკურნალობის დანიშვნას, რასაც მშობლების თანხმობა სჭირდება. კანონპროექტის მიხედვით, პირს, რომელიც ჩართულია მოზარდისთვის სერვისების მიწოდების პროცესში, მოეთხოვება, განიხილოს ახალგაზრდასთან, არის თუ - არა მშობლის ან მეურვის პროცესში ჩართულობა უსაფრთხო ან მიზანშეწონილი.

კალიფორნიაში მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებული ინფორმაცია ამერიკულმა გამომცემლობამ USA today გადაამოწმა. აღნიშნული გამოცემა კანონპროექტის ავტორებსა და ექსპერტებს დაუკავშირდა, რომლებმაც უარყვეს ინფორმაცია იმის შეახებ, რომ კანონპროექტი მშობლებისთვის მეურვეობის ჩამორთმევას გულისხმობს. ამავდროულად, კანონპროექტი, რომლის მესამე მოსმენა სენატში 2023 წლის 12 ივლისს შედგა, არ ითვალისწინებს მშობლების თანხმობის გარეშე ბავშვებისთვის სქესის შეცვლის უფლებას, რადგან მშობლის თანხმობა რჩება აუცილებელი ნებისმიერი სამედიცინო პროცედურისთვის, მათ შორის - ჰორმონალური თერაპიის შემთხვევაში.

სიმონა გროსი, სამართლის პროფესორი, „USA TODAY“-სთან განმარტავს, რომ კალიფორნიის კანონმდებლობით, მშობლებისთვის მეურვეობის ჩამორთმევა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ბავშვის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ექმნება საფრთხე, ან როდესაც არსებობს ძალადობისა თუ ბავშვის მიტოვების შესახებ მტკიცებულებები.

ამდენად, California Assembly Bill 665 არ მოიცავს მშობლებისთვის მეურვეობის ჩამორთმევას იმ შემთხვევაში, თუ ისინი ბავშვის სქესის შეცვლაზე უარს იტყვიან.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#მანიპულაცია
#კანონპროექტი კალიფორნიაში
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა