• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში იენს სტოლტენბერგის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში იენს სტოლტენბერგის გაყალბებული ციტატა ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

18/07/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში ნონა შარაბიძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3,4), პოსტს ავრცელებს აღწერით: „სტოლტენბერგი: «ჩვენ შეგვიძლია უკრაინა ნატო-ში დღესაც მივიღოთ, მაგრამ პირველ რიგში მან უნდა დაამარცხოს რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა, რათა ჩვენი ნდობა დაიმსახუროს»“. რეალურად, იენს სტოლტენბერგის აღნიშნული განცხადება არ გაუკეთებია.

გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მსგავსი განცხადება არც ერთ საძიებო სისტემაში, სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდზე არ იძებნება. უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასა და მიმდინარე ომზე იენს სტოლტენბერგმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „კიევში მე გუშინ ვთქვი, რომ უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია და ნატოს ყველა მოკავშირე ამაზე შეთანხმდა, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი. მაგრამ მთავარი აქცენტი, რა თქმა უნდა, არის იმაზე, თუ როგორ უზრუნველვყოთ უკრაინის გამარჯვება. რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ ჩვენი მხარდაჭერა ეხმარება უკრაინას წინსვლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. მაგრამ მთავარი ფოკუსი ახლა არის იმაზე, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ მოიგოს ომი, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, რადგან სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინის გარეშე წევრობაზე საუბარს აზრი არ აქვს“.

აღნიშნულ განცხადებაში ჩანს, რომ იენს სტოლტენბერგი ყველაზე დიდ მნიშვნელობას უკრაინის მხარდაჭერას ანიჭებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის გამარჯვება. მეორე მხრივ, ეს გულისხმობს პუტინის მარცხს უკრაინაში. ამასთანავე, რათა უკრაინა გახდეს ნატოს წევრი, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, სუვერენიტეტი შეინარჩუნოს და მიმდინარე ომში გაიმარჯვოს.

მტკიცება, რომ ნატო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად უკრაინას რუსეთის, ჩინეთის, ირანის და ჩრდილოეთ კორეის დამარცხებას ავალდებულებს, იენს სტოლტენბერგის სიტყვებში არ იძებნება. აღნიშნული დეზინფორმაცია, ნონა შარაბიძის პოსტის გამოქვეყნებამდე ორი დღით ადრე, 11 ივლისს, რუსულ სოციალურ ქსელში -VK, ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რუსული მედიის - RT, პოსტის კომენტარებში გააჟღერა. აღნიშნული კომენტარის და ნონა შარაბიძის პოსტის გარდა, ინტერნეტსივრცეში არ მოიძებნება წყარო, რომელიც ზემოხსენებულ განცხადებას დაადასტურებს.

ვილნიუსის სამიტის შედეგად, ნატო უკრაინას დამატებითი შეიარაღების, საბრძოლო მასალის და სხვა სახის დახმარებას დაჰპირდა. ამავდროულად, შეიქმნა ახალი ნატო-უკრაინის საბჭო, რომელიც მხარეებს შორის ურთიერთობებს უფრო მჭიდროს გახდის და კრიზისულ სიტუაციებში მოლაპარაკებების შესაძლებლობას შექმნის. რაც ყველაზე მთავარია, ვილნიუსის სამიტის შედეგად, უკრაინას ნატო-ში გაწევრიანებისთვის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება - წევრობის სამოქმედო გეგმის, იგივე MAP-ის შესრულება, მოეხსნა.

შესაბამისად, სტოლტენბერგის განცხადება, თითქოს უკრაინამ ნატოში გასაწევრიანებლად და ნდობის მოსაპოვებლად - რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა უნდა დაამარცხოს, სანდო წყაროებით არ დასტურდება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა