• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ემანუელ მაკრონი ხელის მოძრაობით მასონურ სიმბოლოს გამოსახავს

დეზინფორმაცია: ემანუელ მაკრონი ხელის მოძრაობით მასონურ სიმბოლოს გამოსახავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

14/08/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ანგარიში Mano Beridze, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3), საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, ვიდეოს ავრცელებს. „რა  იყოთ?  რა გერიდებათ?  რას კვლანჭავთ  მაგ  თითებს   საცოდავად? თამამად,  თამამად!  უკვე   ვიცით,  ვინცა   ხართ..“ -წერია პოსტის აღწერაში. აღნიშნულ ვიდეოსთან დაკავშირებით, უკვე რამდენიმე წელია, კონსპირაციის თეორია ვრცელდება, თითქოს  მაკრონი ხელის მოძრაობით მასონურ სიმბოლოს გამოსახავს. რეალურად, მაკრონი და ოლიმპიური თამაშების კომიტეტის წევრები გამოსახავენ  ეიფელის კოშკს, რომელიც 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის პარიზის, როგორც კანდიდატი ქალაქის,  სიმბოლოდ გამოიყენებოდა. 

 

მასონურ სიმბოლოსთან მაკრონის ჟესტის დაკავშირების შესახებ სტატია მოამზადა იტალიურმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Open.online-მაც.   ორგანიზაციამ მიაკვლია, რომ აღნიშნული ვიდეო ჯერ კიდევ 2017 წელს გამოქვეყნდა,  როცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი  პარიზში ჩავიდა, რათა დაედგინა, თუ რომელი ქალაქი უმასპინძლებდა  2024 წლის ოლიმპიადას. მაკრონმა, კომიტეტის წევრებთან ერთად, პარიზის  გამარჯვების აღსანიშნავად, ამ ჟესტით  პარიზის, როგორც ოლიმპიური თამაშების კანდიდატი ქალაქის, სიმბოლო - ეიფელის კოშკი გამოსახა. 

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტის ჟესტს მცდარად აიგივებენ  ე.წ. „თავისუფალი მასონების“ (Freemason) სიმბოლოსთან, რომელსაც „კვადრატი და კომპასები“ ეწოდება. (იხილეთ ფოტო):

 

ამდენად, გავრცელებულ ვიდეოში მაკრონის ჟესტი არა - მასონურ, არამედ პარიზის სიმბოლოს გამოსახავს. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#ემანუელ მაკრონი
#ოლიმპიური თამაშები
#ემანუელ მაკრონი
#ოლიმპიური თამაშები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2025 წლის პირველ ნახევარში, სურსათზე ფასების ზრდის ტემპმა ინფლაციის საშუალო განაკვეთს ორჯერ გადააჭარბა

    2025 წლის პირველ ნახევარში, სურსათზე ფას...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • თქვი, ვეთანხმებით 2024 წლის არჩევნების დასკვნას, სადაც არჩევნები კონკურენტუნარიანად არის ნაღიარები

    თქვი, ვეთანხმებით 2024 წლის არჩევნების დ...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
  • 2024 წელს სიღარიბემ შეადგინა 9.4%... 2012 წელს 1 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, 30% იყო სიღარიბის დონე, ეს მაჩვენებელი შემცირდა 350 ათასამდე

    2024 წელს სიღარიბემ შეადგინა 9.4%... 201...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა