• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: პოლონეთმა დასავლეთ უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა

დეზინფორმაცია: პოლონეთმა დასავლეთ უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

15/08/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცების თანახმად, „პოლონეთმა გადაწყვიტა დასავლეთ უკრაინაში შესვლა. მემგონი პოლონეთში და დასავლეთ უკრაინაში რუსული დროშა იფრიალებს“, - ვკითხულობთ პოსტში. მსგავსი დეზინფორმაცია, თითქოს პოლონეთი უკრაინის სუვერენული ტერიტორიის დაკავებას გეგმავს, „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია.

აღნიშნულ ნარატივს კრემლის პროპაგანდა, უკრაინაში შეჭრის დღიდან, სისტემატურად ავრცელებს. არც ერთ სახელმწიფოს, გარდა რუსეთის ფედერაციისა, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მცდელობა არ ჰქონია. რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან დღემდე, არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ პოლონეთი როდესმე გეგმავდა, ან გეგმავს დასავლეთ უკრაინაში შეჭრას, არ არსებობს. მეტიც, რუსეთის წინააღმდეგ ომში პოლონეთი უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა, რომელიც კიევს განგრძობით სამხედრო, ფინანსურ, ჰუმანიტარულ და დიპლომატიურ მხარდაჭერას უწევს. პოლონეთის პრეზიდენტი, ისევე, როგორც პოლონელი სხვა ოფიციალური პირები, მუდმივად უსვამს ხაზს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობას. „თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინა, ჩვენს სახელმწიფოებსა და ერებს შორის ბედნიერებისა და ურთიერთთანამშრომლობის მიზნით, მეგობრობაში იარსებებს თავისუფალ, სუვერენულ და დამოუკიდებელ პოლონეთთან ერთად“, - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ უკრაინის რადასთვის მიმართვის დროს.

დეზინფორმაცია, თითქოს პოლონეთი დასავლეთ უკრაინაში შეჭრას აპირებს, ხშირად გავრცელებულა, შესაბამისად, აღნიშნული მტკიცების უარყოფა პოლონელ ოფიციალურ პირებს აქამდეც არაერთხელ მოუწიათ. მაგალითად, 2022 წლის 30 მარტს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა ტვიტერის ანგარიშმა გაავრცელა პოსტი, სადაც აღნიშნულია: „არაერთი ცრუ ბრალდება გავრცელდა, თითქოს პოლონეთი გეგმავს უკრაინის ტერიტორიების დაკავებას. აღნიშნული მტკიცებები არ შეესაბამება სიმართლეს. პოლონეთი არასდროს დათანხმდება რომელიმე დამოუკიდებელი სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიების ანექსიას".

ასევე, 2022 წლის მაისში, სოციალურ ქსელ ტვიტერზე გავრცელდა პოლონეთის მთავრობის მიერ გამოცემული ყალბი ბრძანება, რომელიც შეიარაღებულ ძალებს დასავლეთ უკრაინაში შესვლისთვის მომზადებას უბრძანებდა. პოსტის საპასუხოდ, პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური სარდლობის ოფიციალურმა ანგარიშმა განაცხადა: „მთლიანი დოკუმენტი ყალბია! ჩვენ უფრო და უფრო მეტ მსგავს ყალბ სამხედრო დოკუმენტს ვხედავთ პოლონურ მასმედიაში. გთხოვთ, ნუ გააზიარებთ ყალბ ამბებს." იმავე მტკიცებას გამოეხმაურა პოლონეთის სპეციალური სამსახურების კოორდინაციის სამინისტროს პრესსპიკერი სტანისლავ ზარინი, რომლის თქმითაც, რუსეთი პოლონეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ოპერაციას განაგრძობს და ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს, პოლონეთი დასავლეთ უკრაინის ანექსირებას აპირებს. მსგავს დეზინფორმაციას პოლონური მედიაც გამოეხმაურა და მას „აბსურდული“ უწოდა.

მტკიცება, თითქოს პოლონეთი უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დაკავებას აპირებს, არა მხოლოდ რუსულ მასმედიასა და ინტერნეტსივრცეში, არამედ მაღალი დონის თანამდებობის პირების მხრიდანაც ისმის. მაგალითად, მსგავსი განცხადება გააკეთეს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა, დაზვერვის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ. თავად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2022 წლის 4 ნოემბერს, ისტორიკოსებთან შეხვედრისას, განაცხადა, რომ „პოლონეთში უკრაინის დაკავების იდეა ჯერ კიდევ არსებობს“.

კრემლის მიერ აღნიშნული ნარატივის აქტიურად გავრცელების მიზანია, ეჭვქვეშ დააყენოს უკრაინის სახელმწიფოებრიობის ლეგიტიმურობა, დააზიანოს პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობები და პოლონეთის, როგორც ექსპანსიური ამბიციების მქონე სახელმწიფოს წარმოჩენით, გაამართლოს საკუთარი იმპერიალისტური მისწრაფებები. ერთი მხრივ, აღნიშნული დეზინფორმაცია მოსკოვის ნარატივს ამყარებს, რომლის მიხედვითაც, უკრაინა ვლადიმერ ლენინის მიერ ხელოვნურად შექმნილი სახელწმიფოა, შესაბამისად, ისევე ხელოვნურად შეიძლება მისი დაშლა და უკრაინის მეზობლების მიერ ტერიტორიების განაწილება. მეორე მხრივ, ნარატივი, თითქოს პოლონეთი დასავლეთ უკრაინის დაკავებას გეგმას, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას ამართლებს და ლეგიტიმაციას სძენს, ვინაიდან, თუ სხვა ევროპულ სახელმწიფოს შეუძლია უკრაინის ტერიტორიის დაკავება, მაშინ რუსეთსაც შეუძლია. დაბოლოს, ვინაიდან თანამედროვე უკრაინის სუვერენული ტერიტორიების ნაწილი ერთ დროს მართლაც ეკუთვნოდა პოლონეთს, მოცემული დეზინფორმაცია უკრაინასა და პოლონეთს შორის ურთიერთობების დაძაბვას, ტერიტორიული დავების და შუღლის გაღვივებას ცდილობს, რათა უკრაინამ, რუსეთთან ომის ფონზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი დაკარგოს.

რეალურად, 2023 წლის აგვისტოში პოლონეთმა დამატებით შეიარაღებული ძალები არა უკრაინასთან, არამედ ბელარუსის საზღვართან განათავსა. პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთში ვაგნერის დაჯგუფების მიერ მოწყობილი ამბოხის შემდეგ, მოლაპარაკებების შედეგად, კერძო სამხედრო დაჯგუფებამ ბელარუსში გადაინაცვლა. 2023 წლის 1 აგვისტოს ლუკაშენკომ განაცხადა, რომ პოლონეთი მისი მადლიერი უნდა იყოს, რადგან ვაგნერის მებრძოლებს, რომელთაც პოლონეთში „ექსკურსიაზე“ წასვლა სურთ, საზღვარზე აკავებს. იმავე პერიოდში, პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციის მიხედვით, ორმა ბელარუსულმა ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. სავარაუდოა, რომ ვაგნერის დაქირავებული მებრძოლები ამჟამად ბელარუსის შეიარაღებულ ძალებს წრთვნიან, თუმცა არ არსებობს ინფორმაცია დანაყოფის ზომასა და გეოგრაფიულ მდებარეობაზე, შესაბამისად, ვარშავამ პროაქტიული ზომების მიღება და საზღვრის კონტროლის გამკაცრება გადაწყვიტა.

ამდენად, მტკიცება, თითქოს პოლონეთი დასავლეთ უკრაინაში შეჭრას აპირებს, ყალბია და კრემლის მიერ შემუშავებულ დეზინფორმაციულ ნარატივს წარმოადგენს, რომელსაც საფუძველი არ აქვს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#ტრანსგენდერთა ხილვადობის დღე
#პოლონეთი
#ურსულა ფონ დერ ლაიენი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა