2023 წლის II კვარტალში, საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.7% შეადგინა. სამუშაო ძალის მაჩვენებელი კი 1.7 პროცენტული პუნქტით 53.2%-მდე გაიზარდა.

ქალაქის ტიპის დასახლებაში უმუშევრობა 2.5 პროცენტული პუნქტით 17.7%-მდე შემცირდა, ხოლო სოფლად 0.2 პროცენტული პუნქტით 15.3%-მდე. რაც შეეხება გენდერულ მაჩვენებელს, კაცებში 2023 წლის მეორე კვარტალში, უმუშევრობის დონემ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2 პროცენტული პუნქტით ნაკლები — 18.5% შეადგინა, 0.5 პროცენტული პუნქტით კლების შემდეგ კი ქალებში უმუშევრობის მაჩვენებელი 14.5%-მდე შემცირდა.

გრაფიკი 1: უმუშევრობის დონე

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საერთაშორისო განმარტებიდან გამომდინარე, ვინც არ მუშაობს ყველა ავტომატურად უმუშევრად ვერ ჩაითვლება. უმუშევარია ის 15 წლის და უფროსი ასაკის ადამიანი, ვისაც სურს მუშაობის დაწყება, ეძებს სამსახურს და ვერ საქმდება. შესაბამისად უმუშევრობის სტატისტიკის გარდა, მნიშვნელოვანია სამუშაო ძალის მაჩვენებლის ცოდნაც. სამუშაო ძალის მაჩვენებელი მეორე კვარტალში 1.6 პროცენტული პუნქტით 53.2%-მდე გაიზარდა (ქალებისთვის 42.9%-მდე, კაცებისთვის 65.1%-მდე).

გრაფიკი 2: სამუშაო ძალისა და დასაქმების დონის მაჩვენებელი

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საანგარიშო პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის 60 ათასით გაიზარდა, უმუშევრობა 4-ჯერ ნაკლებით, მხოლოდ 15 ათასით, 267 ათასამდე შემცირდა.

გასული წლის მეორე კვარტალში, დაქირავებით დასაქმებულთა წილი, დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 68.4%-ს შეადგენდა, იგივე მაჩვენებელი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 69.1%-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 917 ათასს, თვითდასაქმებულთა რაოდენობა 410 ათასს და დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 1.327 მლნ-ს შეადგენს.


მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია