• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში პერუელ დოკუმენტალისტად წოდებული პიროვნების გამოგონილი ანტიდასავლური განცხადება ვირუსულად ვრცელდება

სოციალურ ქსელში პერუელ დოკუმენტალისტად წოდებული პიროვნების გამოგონილი ანტიდასავლური განცხადება ვირუსულად ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

22/08/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ინფორმაცია (1,2,3,4,5,6,7,8), რომ თითქოს მექსიკელმა ჟურნალისტმა ან პერუელმა კინოდოკუმენტალისტმა რაფაელ ანტონიო გალუეს გარსიამ საქართველოში ყოფნისას, ანტიდასავლური შინაარსის მქონე შემდეგი განცხადება გააკეთა: „შეინარჩუნეთ ის განძი, რაც ჯერ კიდევ გაგაჩნიათ“. გამოქვეყნებული ვრცელი ციტატის ბოლოს კი ვკითხულობთ: „მიუხედავად იმისა, რომ აქაც არის შემოსული დასავლური კულტურა, ცხოვრების ამერიკული სტილი, საბედნიეროდ, ბევრს ჯერ კიდევ არ ავიწყდება, ვინ არიან, საიდან მოდიან, რისი პატრონები არიან… იმათ კი, ვინც ახლაღა გაიტაცა უცხოურმა ყოფამ, ვურჩევ, შეინარჩუნოს ის უდიდესი განძი, რაც ჯერ კიდევ გაგაჩნიათ. აქაური მიწა თქვენი უძველესი მიწაა, აქაური ბებერი ხეების ჩრდილში თქვენი წინაპრები ისვენებდნენ; ეს ენა, ეს სიმღერა, ცეკვა, ფრესკები თქვენია, ამერიკაში კი ამ ყველაფერს იგონებენ. ერს ხელოვნურად ქმნიან, ანუ იქით მიდიან, რაც თქვენ ათასწლეულების მანძილზე შექმენით”. აღნიშნულ ინფორმაციას Facebook-გვერდი „პოლიტიკური სატირაც“ ავრცელებს. მის მიერ გავრცელებული პოსტი დასპონსორებულია. 

აღსანიშნავია, რომ იდენტური ციტატა სოციალურ ქსელში 2018 წელსაც (1,2,3,4,5) აქტიურად ვრცელდებოდა. აქედან ერთ-ერთმა Facebook-ანგარიშმა „ჩემი ნაკვალევი“ ეს პოსტი 2018 წლის შემდეგ ახლა ხელმეორედ გამოაქვეყნა.

სინამდვილეში, ფოტოზე გამოსახული პიროვნება, არც მექსიკელი ჟურნალისტია და არც ცნობილი პერუელი კინოდოკუმენტალისტი. ხოლო პიროვნების სახელი, რომელსაც ცნობილ პერუელ კინოდოკუმენტალისტად წარმოაჩენენ, ქართულ და უცხოურ ღია წყაროებში საერთოდ არ იძებნება. მეტიც, ფოტოების უკუძიების ინსტრუმენტის (Reverse Image Search) გამოყენებით ვიგებთ, რომ ფოტოსურათზე ცნობილი მექსიკელი მსახიობი და პროდიუსერი გაელ გარსია ბერნალია გამოსახული. გაელ გარსია ბერნალის აღნიშნული ფოტო კი მისი მონაწილეობით გადაღებული ცნობილი ანიმაციის „Coco”-ს პრემიერაზეა გადაღებული.

„Coco“-ში, რომელსაც საუკეთესო ანიმაციური ფილმის ნომინაციაში ოსკარი გადაეცა, გარსია ბერნალი ჰექტორის პერსონაჟს ახმოვანებდა. მსახიობი ასევე თამაშობდა ფილმებში „ცუდი აღზრდა“ (Bad Education), „მოტოციკლეტისტის დღიურები“ (The Motorcycle Diaries), „სიბრმავე“ (Blindness), „ძილის მეცნიერება“ (The Science of Sleep) და სხვა. ცნობისთვის, მექსიკელი მსახიობი, გაელ გარსია ბერნალი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა ფილმში „The Loneliest Planet“, რომელიც საქართველოში, ყაზბეგსა და ჯუთაშია გადაღებული. ფილმში ქართველი მსახიობი ბიძინა გუჯაბიძეც მონაწილეობს.

საქართველოში ფილმის გადაღებები 2010 წელს დასრულდა. მექსიკელი მსახიობის საქართველოში ყოფნა კი მედიას არ გაუშუქებია - გარსია ბერნალის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ მხოლოდ „ტაბულას“ 2010 წლის 13 სექტემბრის სტატიაში ვკითხულობთ. სტატიაში მსახიობისა და ქართველი ჟურნალისტების დიალოგია მოცემული, სადაც გაელი მათ სამების ნახვას ურჩევს, რომელიც მისი თქმით ულამაზესია.

რაც შეეხება საქართველოს შესახებ გავრცელებულ ციტატას, რომელსაც არარსებულ ჟურნალისტს ან კინოდოკუმენტალისტს მიაწერენ, ის არც ერთ ღია წყაროში არ იძებნება. ამასთან, ფოტოზე, რომელიც გავრცელებულ განცხადებას ახლავს თან, როგორც აღვნიშნეთ,  მექსიკელი მსახიობი გაელ გარსია ბერნალია გამოსახული. ის საქართველოში 2010 წელს იმყოფებოდა, თუმცა ინტერნეტში არც მის მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადება იძებნება. შესაბამისად, Facebook-ზე ვირუსულად გავრცელებული პოსტები რეალურ ინფორმაციას არ შეიცავს: დასახელებული პიროვნება, რომელსაც ხან ჟურნალისტად, ხანაც პერუელ კინოდოკუმენტალისტად მოიხსენიებენ, არ არსებობს. ფოტოზე კი მექსიკელი მსახიობია გამოსახული, რომელსაც გავრცელებული განცხადება არ გაუკეთებია.

-----------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა