• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რისი აშენება იგეგმება თბილისში?

რისი აშენება იგეგმება თბილისში?

მასშტაბური მშენებლობები ლაგუნა ვერეს, ჭავჭავაძისა და ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე

25/08/2023
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

დღეს დედაქალაქის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც დასამტკიცებლად 81 საკითხია გატანილი - მათ შორის, რამდენიმე საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება.

რის აშენება იგეგმება თბილისში, ამის შესახებ ქვემოთ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ და ყველაზე მასშტაბურ პროექტებზე გავამახვილებთ ყურადღებას.

დასამტკიცებლად გატანილი ერთ-ერთი საცხოვრებელი კომპლექსის კერძოდ, ნაძალადევის რაიონში, ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობის შესახებ, „ფაქტ-მეტრი“ უკვე წერდა (იხ. სტატია). საპროექტო ტერიტორიის განვითარების გეგმის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწის 10 ნაკვეთზე 46 მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი უნდა აშენდეს, საშუალოდ 15-20 სართულიანი. ყველაზე მაღალი შენობის სიმაღლე 117 მეტრია - შესაბამისად, შენობა 33-სართულიანი იქნება.

ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე არსებული 10 მიწის ნაკვეთიდან, სადაც პროექტის განხორციელება იგეგმება, 8-ის მფლობელი შპს „ვილსონ გარდენია“, დანარჩენი ორი ნაკვეთის მესაკუთრე სს „ფროფგრუპი“ და შპს „იუ ეს ტრეიდინგ კომპანი“ არიან.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, შპს „ვილსონ გარდენის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ირაკლი და გვანცა წილოსანები არიან (ირაკლი წილოსანი დეპუტატ ნინო წილოსანის ძმაა). შპს „იუ ეს ტრეიდინგ კომპანის“ 25 %-იანი წილის მფლობელი დეპუტატი ნინო წილოსანია.

რაც შეეხება დანარჩენ მშენებლობებს, ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე, ლაგუნა ვერესთან“ ორი - 52 და 40-სართულიანი კორპუსის მშენებლობა განიხილება. მრავალფუნქციური პროექტის მოცულობა 155 599 მ2-ია, კორპუსები 1000-ბინიანი იქნება მიწისქვეშა ავტოსადგომით. ტერიტორიაზე მოსახვედრად სამი სამანქანო გზის მოწყობა იგეგმება, აქედან ორი გმირთა მოედნის მხრიდან, ერთი კოსტავას ქუჩიდან. როგორც პროექტშია აღნიშნული, ტერიტორიის ჩრდილოეთით, ამ ადგილისთვის შეუსაბამო ავტოგასამართი სადგურებია, რომლებიც მანქანების მოძრაობას აფერხებენ. აქედან გამომდინარე, სავალი გზის განაპირა ობიექტები უნდა დაიცალოს და საავტომობილო ტრასა 4.5 მეტრით უნდა გაგანიერდეს.

პროექტს სამშენებლო ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა ახლავს. კვლევის მიხედვით, არქიტექტურული ღირებულებითი მნიშვნელობა განსახილველ ტერიტორიაზე მხოლოდ ფაბრიკის შენობის აგურის კორპუსს და უკვე რუინირებული ლაგუნა ვერეს მოზაიკით მოპირკეთებულ ფასადს გააჩნია. საკვლევი ტერიტორიის დიდ ნაწილი ქალაქის ცენტრისთვის შეუსაბამო ტექნიკური დანიშნულების წვრილ საწარმოებს, ნავთობგასამართ სადგურებს და სამრეცხაოებს უკავია. „ეს ურბანული ქაოსი წლების განმავლობაში დამკვიდრდა აღნიშნულ ტერიტორიაზე და სასწრაფო მოწესრიგებას მოითხოვს“, - ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევის საბოლოო დასკვნა-რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ „ტერიტორიის დაპროექტებისას აუცილებელი გათვალისწინებული იყოს ამ ტერიტორიის ირგვლივ არსებული ბუნებრივი რელიეფის თავისებურება და არქიტექტურის ლანდშაფტთან შესაბამისი მასშტაბი“, „ახალ არქიტექტურულ კომპოზიციაში აქტიური ვერტიკალური განვითარება მისაღებად არ მიმაჩნია. სასურველია განაშენიანება განვითარდეს ბორცვის გაყოლებაზე გრძივი ფორმით, რელიეფის სიმაღლის მიხედვით, ისე, რომ არ გადაიფაროს ხედები ზედა უბანზე“, „პროექტის ძირითადი გამოწვევა კარგად მორგებული მასშტაბია, რომელმაც არ უნდა დათრგუნოს ირგვლივ ჯერ კიდევ აღქმადი ისტორიული ცირკის, „თერთმეტსართულიანის“ „ჩაი გრუზიას“ ძველი კორპუსის და გმირთა მოედნის ობელისკის მოცულობები და თავის იერსახით და საფასადე გადაწყვეტით უნდა შექმნას ღირებული, ფონური ვიზუალი ისტორიული ქალაქის ხედვითი პერსპექტივისათვის“ (ხელოვნებათმცოდნე ლალი ანდრონიკაშვილი).

პროექტთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ტერიტორია შპს „კოსტავა 69“-ს ეკუთვნის, რომლის დირექტორი კახა კობიაშვილია, 10%-იანი წილის მფლობელი კი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ქართუა“. კახა კობიაშვილი „ქართული ოცნების“ შემწირველია. მას პარტიისთვის ჯამში 200 000 ლარი, სალომე ზურაბიშვილისთვის კი 30 000 ლარი აქვს შეწირული.

მესამე პროექტი „სპორტის უნივერსიტეტის“ ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს. პროექტის ფარგლებში ოთხი მაღალსართულიანი კორპუსი მშენებლობა იგეგმება, რომელთაგან ყველაზე მაღალი 180-მეტრიანი იქნება 47 მიწისზედა და სამი მიწისქვეშა სართულით. ნაკვეთის მფლობელი შპს „ვი არ ვაკე თაუერსია“, რომლის დირექტორი ნოშრევან ნამორაძე „ქართული ოცნების“ შემწირველია, რომელსაც პარტიისთვის ჯამში 80 000 ლარი აქვს შეწირული.

საკრებულოში აღნიშნული პროექტების განხილვა ხმაურის და ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგობის ფონზე მიმდინარეობდა. საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე კი აღნიშნავს, რომ ოპონენტები პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებენ და ქალაქის განვითარებას ეწინააღმდეგებიან.

მისივე თქმით, საკრებულო მიიღებს ყველა პროექტს, რომელიც თბილისის ეკონომიკურ განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას ხელს შეუწყობს.

ჩვენი მხრივ დავძენთ, განხილული სამივე პროექტი სპეციალისტებში და საზოგადოებაში გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. აქედან გამომდინარე, მართებული იქნებოდა პროექტის მეტი საჯაროობა და ამ ტერიტორიების განაშენიანების აუცილებლობის უფრო მეტი დასაბუთება. გარდა ამისა, ქალაქს გააჩნია განვითარების გენერალური გეგმა, რომელშიც გაწერილია, როგორ და რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ქალაქი. სამწუხაროდ, არც ერთი პროექტი გენერალური გეგმის კონცეფციაში არ ჯდება.

თეგები:
საცხოვრებელი კომპლექსი
ვერიკო სუხიაშვილი
ვერიკო სუხიაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა