• ჩვენ შესახებ
    1. მეთოდოლოგია
    2. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский
სიახლეები

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: უკრაინაში ოფიციალურად შედგა ერთნაირსქესიანთა ქორწინება

დეზინფორმაცია: უკრაინაში ოფიციალურად შედგა ერთნაირსქესიანთა ქორწინება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

06/09/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში „შიინ ევროპისკენ“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3), ვიდეოს აქვეყნებს აღწერით: „🇺🇦ხარკოვში ოფიციალურად შედგა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის ალინა შევჩენკოსა და ლგპდ აქტივისტის სტანისლავა პეტლიცას ერთსქესიანთა ქორწილი!!🇺🇦🏳️🌈 სლავა უკრაინე არა?!”

ალინა შევჩენკო, რომელიც 2015 წლიდან უკრაინის სამხედრო ძალებში მსახურობს და LGBTQ+ აქტივისტი სტანისლავა პეტლიცა, ხარკოვის პრაიდის დროს მოწყობილი პერფორმანსის ფარგლებში დაქორწინდნენ. სიმბოლური ქორწინება ხარკოვში 25 აგვისტოს გაიმართა და ერთნაირსქესიანი პარტნიორებისთვის ქორწინების თანასწორობის უფლების არარსებობის გაპროტესტებას ისახავდა მიზნად.

რეალურად, უკრაინაში არაა დაშვებული ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინება. უკრაინის კონსტიტუციის 51 მუხლის თანახმად: „ქორწინება დამყარებულია ქალისა და კაცის თავისუფალ თანხმობაზე. მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები და მოვალეობები ქორწინებასა და ოჯახში“. ამრიგად, შეუძლებელია ალინა შევჩენკოსა და სტანისლავა პეტლიცს ხარკოვში ქორწინება ოფიციალურად გაეფორმებინათ.

ამდენად, მტკიცება, თითქოს ხარკოვში ოფიციალურად შედგა ერთნაირსქესიანთა ქორწინება, მცდარია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#ტრანსგენდერთა ხილვადობის დღე
#ერთნაირსქესიანთა ქორწინება
#უკრაინა
#ერთნაირსქესიანთა ქორწინება
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომელიც დროში ისედაც გაჭიანურებული იყო, საერთოდ შეჩერდა, რადგან მიმწოდებელს ხელშეკრულება შეუწყდა

    გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • 6 თვეში ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადების ზრდის ტემპი 23%-დან 6%-მდე შემცირდა

    6 თვეში ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • თურქეთი №1 სავაჭრო პარტნიორი და მნიშვნელოვანი ინვესტორია

    თურქეთი №1 სავაჭრო პარტნიორი და მნიშვნელ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა