• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში სატირული TikTok ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში სატირული TikTok ვიდეო ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

07/09/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში „შიინ ევროპისკენ“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3), TikTok ანგარიშის ვიდეოს ავრცელებს. „დედამ თავისი შვილი ვეტერინართან წაიყვანა, რადგან ბავშვი თავს კატად აღიქვამდა!!“,- წერია Facebook-პოსტის აღწერაში. თავდაპირველად,  აღნიშნული ვიდეო ტელეკომპანია ალტ-ინფოს მიერ  TikTok პლატფორმაზე გავრცელდა. 

რეალურად, ვიდეო სატირული არის და TikTok ანგარიშს, Kass Theaz-ს ეკუთვნის, რომელსაც თავად აქვს მითითებული, რომ მისი ანგარიში სატირული ხასიათის არის.

 

სატირულ ვიდეოს, რომელიც TikTok პლატფორმაზე 7 აგვისტოს გამოქვეყნდა, 5 მილიონზე მეტი ნახვა და 60 ათასამდე გაზიარება აქვს. ვიდეოში ამერიკელი ქალი ამტკიცებს, რომ მისი შვილი თავს კატად აღიქვამს და ამტკიცებს, რომ ვეტერინარმა უარი უთხრა შვილის მკურნალობაზე, ადამიანის ანატომიის გამო, რაც, მისი აზრით, დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმაა. ვიდეოში ასევე აღნიშნა, რომ არ აპირებს, უჩივლოს ვეტერინარს. „მინდა, რომ ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერება ავამაღლო, რადგან ვფიქრობ, რომ ადამიანებს, რომლებიც ცხოველებად იდენტიფიცირდებიან, უნდა შეეძლოთ ვეტერინართან მისვლა“. 

 

აღნიშნული ვიდეო გავრცელდა X პლატფორმაზეც, მათ შორის - პოლ გოლდინგის,  ბრიტანეთის ულტრამემარჯვენე პარტიის „Britain First”  ლიდერის მიერ, წარწერით „ჩვენ ბოლო დროში მოვედით, საზოგადოება ჩამოშლილია“. ხაზგასასმელია, რომ მომხმარებლების შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით, X-ის მიერ აღნიშნული პოსტის ქვემოთ მითითებულია, რომ  ვიდეო  სატირულია და  სერიოზულად არ უნდა იყოს აღქმული (იხილეთ ფოტო). 

 

ცნობისთვის, TikTok-ის მომხმარებელმა Kass Theaz-მა სახუმარო შინაარსის ვიდეო ჯო ბაიდენთან დაკავშირებითაც გაავრცელა.  ვიდეოში ის ამტკიცებდა, რომ  აშშ-ს პრეზიდენტის  შვილიშვილია და ბაიდენი - რეალურად, 3 წლის წინ გარდაიცვალა (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#დეზინფორმაცია #სატირული ანგარიში
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა