• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ჭოროხის შემოვლითი გზის მშენებლობა - კიდევ ერთი გაჭიანურებული და დაუსრულებელი პროექტი აჭარაში

ჭოროხის შემოვლითი გზის მშენებლობა - კიდევ ერთი გაჭიანურებული და დაუსრულებელი პროექტი აჭარაში

ჭოროხის შემოვლითმა გზამ, რომლის მშენებლობაც შეჩერებულია, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა უნდა განტვირთოს. ამ ეტაპზე უცნობია, როდის განახლდება სამუშაოები

12/09/2023
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

მას შემდეგ, რაც აჭარის ა/რ მთავრობა მოსახლეობას ჭოროხის შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულებას დაჰპირდა, ორ წელზე მეტი გავიდა. კერძოდ, 2021 წლის მთავრობის სხდომაზე აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ პროექტი გაგრძელდებოდა, რაც ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, რომელიც ბათუმს ხელვაჩაურსა და ზემო აჭარის მუნიციპალიტეტებთან აკავშირებს, მოძრაობას განტვირთავდა.

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული დაპირება 2022 წელს გადაამოწმა. ჩვენ მაშინ დავწერეთ, რომ პროექტის პირველი ეტაპი ზურაბ პატარაძის თავმჯდომარეობის დროს განხორციელდა. კერძოდ, ჭოროხის გზის ერთკილომეტრიან მონაკვეთზე (მახოს ხიდი - გონიოს ხიდი) კმ0+000-კმ5+700 ასფალტ-ბეტონის საფარი 2017 წელს მოეწყო. აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული იყო შპს „ტ. ტ.“, რომელმაც პროექტი 1 020 022 ლარად განახორციელა.

2018 წელს, როცა პროექტი მთლიანად უნდა დასრულებულიყო, სამუშაოების მხოლოდ მეორე ეტაპი გამოცხადდა. აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს „ერ ტე დემ“ გაიმარჯვა, რომელთანაც, 2018 წლის 12 მარტს, 2 696 999-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

პროექტის პირველი და მეორე ეტაპები განხორციელდა, თუმცა 2018 წლის ივნისის შემდეგ, სამუშაოების გაგრძელების მიზნით, უწყებას ტენდერი კიდევ დიდხანს არ გამოუცხადებია.

2021 წლის 27 სექტემბერს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ჭოროხის გზა (მახოს ხიდი - გონიოს ხიდი) კმ0+000-კმ2+200 მონაკვეთზე მესამე ეტაპის სამუშაოების განხორციელების მიზნით, 4 360 714 ლარის სავარაუდო ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა. აქედან 3 756 ლარი გათვალისწინებული იყო ასფალტ-ბეტონის საფარის, ხოლო 604 684 ლარი - მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპიროს ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობისთვის. სამივე კომპანიას, რომლებიც შესყიდვით დაინტერესდნენ, სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მიანიჭა. ამდენად, ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა.

2022 წლის ივლისში ტენდერი განმეორებით გამოცხადდა, ამჯერად სავარაუდო ღირებულება 7 674 436 ლარი იყო. ოთხ პრეტენდენტს შორის, გაიმარჯვა შპს „ბონდი - 2009-მ“, რომელთანაც 30 აგვისტოს 6 139 549 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. სამუშაოების ხანგრძლივობის ვადა 270 კალენდარული დღით განისაზღვრა. ცხრა ეტაპად განსახორციელებელი პროექტი კომპანიას მიმდინარე წლის ზაფხულამდე უნდა ჩაებარებინა. როგორც ირკვევა, ამ დროისთვის მხოლოდ ექვსი ეტაპია დასრულებული. აქედან ორი 2022 წელს დასრულდა, ნაცვლად სამი ეტაპისა, როგორც ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, ხოლო მესამე ეტაპი 2023 წელს გადმოვიდა. მაისში, როცა პროექტი, ფაქტობრივად, დასრულებული უნდა ყოფილიყო, კომპანიამ მეექვსე ეტაპის სამუშაოები ჩააბარა.

მიმდინარე წლის 30 ივნისით დათარიღებული დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ კომპანიამ შემსყიდველს შემაფერხებელი გარემოების შესახებ მისწერა. კერძოდ, მიმწოდებელი დეპარტამენტს ატყობინებს, რომ სამშენებლო ტერიტორიის მიმდებარედ განთავსებულია ე. წ. „საუნა“ და ბენზინგასამართი სადგური. სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ „საუნის“ მეპატრონე კომპენსაციას ითხოვს, რის გამოც საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები ვერ სრულდება და რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაწყებული აქვს აღნიშნული ობიექტის გამოსყიდვის პროცედურები. გზის დასაწყისში მდებარე ბენზინგასამართი სადგურის მეპატრონემ კი კომპანიას, ობიექტის ადგილმონაცვლეობის მიზნით, შუამდგომლობა სთხოვა. იმავე ოქმის თანახმად, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს. 4 ივლისს დეპარტამენტმა „ბონდი - 2009-ს“ აცნობა, რომ აღნიშნული პრობლემების აღმოფხვრამდე, კომპანიას სამუშაოების დროებით შეჩერების ნებას რთავს და საჯარიმო სანქციებიდან ათავისუფლებს. დოკუმენტაციაში არსად არაა მითითებული, რამდენი დრო დასჭირდება შემაფერხებელი გარემოების გამოსწორებას. უბრალოდ აღნიშნულია, რომ კომპანიამ სამუშაოები უწყებისგან წერილის მიღების მეორე დღეს უნდა განაახლოს. „ფაქტ-მეტრი“ დაინტერესდა, არსებობდა, თუ - არა აღნიშნული ობიექტები სამშენებლო ტერიტორიაზე პროექტირების დროს და თუ არსებობდა, რატომ არ გაითვალისწინა პროექტის ავტორმა. აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მოგვწერა, რომ ამ ორი ობიექტიდან ერთი, რომლის გამოსყიდვის პროცედურებიც ახლა მიმდინარეობს, გათვალისწინებული იყო და ის პროექტის განხორციელებას ხელს არ უშლის. უწყებამ განგვიმარტა, რომ საჭიროა მეორე ობიექტის ტერიტორიის გათავისუფლებაც, რისთვისაც, ასევე, შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება. თუმცა ფაქტია, რომ შემაფერხებელი პრობლემის აღმოსაფხვრელად უწყებას საკმარისი დრო ჰქონდა, რადგან პროექტის პირველი და მეორე ეტაპების განხორციელებიდან მესამე ეტაპის ტენდერამდე საკმარისი დრო გავიდა და თვითონ მესამე ეტაპის (ცხრა ეტაპად დაყოფილი) სამუშაოებიც, ფაქტობრივად, ერთი წელი მიმდინარეობდა. არსებული მდგომარეობით კი სამუშაოები შეჩერებულია და კომპანიისთვის გადახდილია მთლიანი თანხის 48%, რაც 2 958 298 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ფრიდონ ხალვაშის გამზირზეც, რომელიც ჭოროხის შემოვლითი გზით უნდა განიტვირთოს, სამუშაოები მიმდინარეობს. კომპანიას სახელშეკრულებო ვადა არაერთხელ გაუხანგრძლივდა. ბოლო ცვლილებით, პროექტი, გახანგრძლივებული ვადების გათვალისწინებით, 2023 წლის 30 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ დრომდე გრძელდება. იხ „ფაქტ-მეტრის“ სტატია 1 და სტატია 2. ამ ეტაპზე კომპანიისთვის გადახდილია მთლიანი ღირებულების (19 399 999 ლარი) 65% ანუ 12 679 227 ლარი.

ფოტო: აჭარის მთავრობა

ნაზი რეხვიაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა