• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: კლაუს შვაბის მამა მაღალი რანგის ნაცისტი იყო

დეზინფორმაცია: კლაუს შვაბის მამა მაღალი რანგის ნაცისტი იყო

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

15/09/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში მაია თვალთვაძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3), WEF-ის დამფუძნებლის, კლაუს შვაბის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „მარცხნივ: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი კლაუს შვაბი. მარჯვნივ არის მისი მამა, ინდუსტრიალისტი და ფაშისტი ევგენ შვაბი, რომელიც ჰიტლერთან დაახლოებული იყო. კლაუსი დაიბადა ნაცისტურ გერმანიაში 1938 წელს. იმ დროს მამამისი მართავდა სტრატეგიულ კომპანია Escher-Wyss-ს და მართავდა საკუთარ საკონცენტრაციო ბანაკს, სადაც პატიმრებს აიძულებდნენ უფასოდ ემუშავათ. ამ კომპანიის შემოსავალმა კლაუს შვაბს კომფორტული არსებობა უზრუნველყო. Schwab აგროვებს ყველაზე მძლავრ დამჭერებს მთელი მსოფლიოდან“,- წერია პოსტის აღწერაში. რეალურად,  სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი არის გერმანელი გენერალი, სახელად ვალტერ დიბილასი და არა ევგენ შვაბი. ამავდროულად, ისტორიკოსები ამბობენ, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ კლაუს შვაბის მამა  მაღალი რანგის ნაცისტი იყო.

 

ცნობისთვის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1971 წელს შვეიცარიაში შეიქმნა. მისი დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი კი კლაუს შვაბია, რომლის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3). 

კლაუს შვაბის მამასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციაზე   ფაქტების გადამმოწმებელმა ევროპულმა ორგანიზაციებმაც იმუშავეს, მათ შორის ფრანგულმა AFP Fact Check-მა და გერმანულმა DPA-მ. 

კლაუს შვაბის ბიოგრაფიის მიხედვით, ის 1938 წელს, რევენსბურგში, სამხრეთ გერმანიაში დაიბადა, სადაც მამამისი შვეიცარიულ საინჟინრო კომპანიას ხელმძღვანელობდა. ამავდროულად, WEF-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზევეა მითითებული კლაუს შვაბის მამის სახელი, ევგენ ვილჰელმ შვაბი. 

AFP-მა ასევე იპოვა ევგენ შვაბის ფოტო, რომელიც  ბრაზილიის დროებით ვიზაზეა დატანილი და 1960 წლით თარიღდება. კლაუს შვაბის სპიკერმა გერმანიის ფაქტების გადამმოწმებელ  ორგანიზაცია DPA-ს განუცხადა, რომ ვიზის ფოტო მართლაც კლაუს შვაბის მამას ეკუთვნის (იხილეთ ფოტო). 

 

რაც შეეხება, Facebook-ის პოსტში გამოქვეყნებულ ფოტოს, გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი გენერალ-მაიორი ვალტერ დიბილასია (Walter Dybilasz). გერმანიის ფედერალური არქივისა და ონლაინ ბიოგრაფიის მიხედვით, დიბილასი 1892 წელს ალტონაში დაიბადა. 

 

                                                                                   პოსტში გამოქვეყნებული ფოტო (მარცხნივ),  ვალტერ დიბილასის ფოტო (მარჯვნივ)

პოსტში გამოქვეყნებული ფოტო (მარცხნივ),  ვალტერ დიბილასის ფოტო (მარჯვნივ)

ამავდროულად, AFP-მ შეძლო ბადენ-ვიურტემბერგის არქივიდან ევგენ შვაბის დენაციფიკაციის ფაილების მოპოვება. ნილს ვაისის, მიუნხენის თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტის (IFZ) მკვლევრის თქმით, ფაილებში არ ჩანს,  რომ ევგენ შვაბი ნაცისტი იყო, მისი პოლიტიკური მრწამსის შესახებ დოკუმენტებიდან  დასკვნა არ შეიძლება გაკეთდეს. „ის ნაცისტური პარტიის (NSDAP) წევრიც კი არ იყო(...) არ არსებობს  ცნობა, რომ შვაბს ჰქონოდა რაიმე სახის ურთიერთობა ჰიტლერთან“,- აღნიშნა ნაის ვაისმა. 

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ რავენსბურგის საქალაქო არქივის ხელმძღვანელის თქმით, კომპანიაში Escher Wyss, რომელსაც კლაუს შვაბის მამა ხელმძღვანელობდა, ადამიანები ნაცისტური ბანაკებიდან მართლაც მუშაობდნენ,  თუმცა მისივე თქმით, ევგენ შვაბს საკუთარი საკონცენტრაციო ბანაკი არ ჰქონია. 

ამდენად, პოსტის მტკიცება, რომ ფოტოზე გამოსახულია კლაუს შვაბის მამა, ევგენ შვაბი, მცდარია. ამავდროულად, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ევგენ შვაბი მაღალი რანგის ნაცისტი და ჰიტლერთან დაახლოებული პირი იყო. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#WEF
#კლაუსშვაბი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა