• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: სამეგრელოში ახალშობილს „უკრაინა“ დაარქვეს

დეზინფორმაცია: სამეგრელოში ახალშობილს „უკრაინა“ დაარქვეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

19/09/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-ანგარიში ანტირუსული პლატფორმა - AntiRussian Platform სოციალურ ქსელში დეზინფორმაციას ავრცელებს. პოსტის მტკიცებით, „სამეგრელოში, სენაკის სამშობიაროში  პატარა "უკრაინა ტყებუჩავა'' დაიბადა. გოგონა 3.5000 გრამს  იწონის და ჯანმრთელია. მშობლების განცხადებით, თუ უფალი მეორე ბავშვსაც აჩუქებს, აუცილებლად ვოლოდიმირს დაარქმევენ“, პოსტის ავტორი ასევე წერს, რომ ასევე „სოფელ ''ფოცხოში'' მაცხოვრებელმა წყვილმა ახალშობილს ''ბუჩა დაარქვა''. 

 

გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ მსგავსი შემთხვევა არც ერთ საძიებო სისტემაში, სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდზე არ იძებნება და მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ ფეისბუქ პოსტშია მოცემული.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფოტო, რომელიც პოსტს  თან ერთვის, რუსულენოვანი ვებგვერდის A42.ru არქივიდანაა. ამ ფოტოთი იძებნება ამავე ვებგვერდის 2020 წლის სტატია. 

 ამავდროულად, Facebook-ანგარიში ანტირუსული პლატფორმა - AntiRussian Platform თავს პროდასავლურ პლატფორმად წარმოადგენს, თუმცა, რეალურად, ის დეზინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობაში აგრესიის მიზანმიმართულად გამოწვევას ცდილობს. მაგალითად,  სწორედ აღნიშნულმა ვებ-გვერდმა გაავრცელა დეზინფორმაცია  „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით, რომელიც თითქოს  რუსთაველზე მსვლელობას გამართავდა (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია). 

ამდენად, მტკიცება, რომ სამეგრელოში ახალშობილს „უკრაინა“ ან „ბუჩა“ დაარქვეს, ყალბია. გვერდი, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებს, ერთი შეხედვით, ანტირუსული და უკრაინის მხარდამჭერი გვერდის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა, სინამდვილეში, სწორედ ანტიუკრაინული განწყობების გაღვივებას ემსახურება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#WEF
#სამეგრელო
#ანტირუსული პლატფორმა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა