სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ხსნის საკლასო ოთახში ქალი LGBT დროშას და კამათობს ოთახში მყოფ სხვა ქალთან, რომელიც ვიდეოს მიხედვით, ისტორიის მასწავლებელია (არქივირებული ვიდეოს ბმული).

ქალი, რომელიც ვიდეოს მიხედვით გაბრაზებული მშობელია, ვიდეოს ერთ მონაკვეთში ამბობს: “…რატომ კიდია ეს აქ. ეს არაფრის ნაწილი არ არის. ჩვენ გიხდით, რომ ასწავლოთ ისტორია და ეს ის არის, რასაც უნდა ასწავლიდეთ. ეს [მიუთითებს დროშაზე] უნდა იყოს ზუსტად იქ, სადაც არის - ნაგავში. მე ვასწავლი ჩემს შვილს, რომ კაცად გაიზარდოს და არ მინდა, რომ შენ დროშას ფენდე და ისეთ რამეს ასწავლიდე, რომლისგანაც მე მათ გამორიდებას ვცდილობ. შენ უნდა ასწავლიდე ისტორიას...“

პოსტს თან ახლავს აღწერა „მშობლებს ამოუვიდათ ყელში ლგბტ პროპაგანდა სკოლებში“.

ვიდეოს გადამოწმებისას ირკვევა, რომ ვიდეოში ასახული სცენა დადგმულია და ის ნამდვილ საკლასო ოთახს არ ასახავს. ვიდეო სახელწოდებით - „დედა ჩამოგლეჯს პრაიდის დროშას“, თავდაპირველად 16 სექტემბერს Facebook-ანგარიშმა Jibrizy-მ გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ Jibrizy, რომელმაც ვიდეო გადაიღო და სოციალურ ქსელში პირველმა ატვირთა, Facebook-ის ავთენტური ანგარიშია. მას თავის შესახებ აღწერაში უწერია, რომ რეჟისორია, რომელიც პოპულარულ თემებზე ისეთ ვიდეოებს იღებს, რომლებიც რეალურს ჰგავს. ანგარიში კი იუმორისტულად არის დახასიათებული.

სრულ ვიდეოში სკეტჩში მონაწილე მსახიობები ამბობენ (6:27), რომ ყველაფერი, რაც ვიდეოშია ნაჩვენები, დადგმულია (“This is all the skit”) და Facebook-მომხმარებლებს ნაჩვენები სიტუაციის შესახებ აზრის გაზიარებას სთხოვენ. ამავე მონაკვეთში ჩანს ქალი, რომელიც ვიდეოში გაბრაზებული დედის როლს ასრულებს.

დამატებით, იმაზე რომ Facebook-ანგარიშის - Jibrizy-ს მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები დადგმულია, მეტყველებს ისიც, რომ მათში მონაწილე მსახიობები სხვადასხვა ვიდეოში სხვადასხვა როლს ასრულებენ. მაგალითად, ქალი, რომელიც Facebook-ზე გაზიარებულ ვიდეოში სკოლებში არსებულ „ლგბტ პროპაგანდაზე“ გაბრაზებული დედის როლს თამაშობს, სხვა ვიდეოში მასწავლებლის როლს ირგებს.

ვიდეო თავდაპირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში გავრცელდა და ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეო სოციალური ქსელის მრავალი მომხმარებლისგან, მათ შორის - პოლიტიკოსების მხრიდან, კონტექსტის გარეშე ვრცელდებოდა და სკეტჩში ნაჩვენებ სიტუაციას ამერიკულ სკოლებში არსებულ მდგომარეობად წარმოაჩენდა. ვიდეო ფაქტების გადამმოწმებელმა დამოუკიდებელმა ორგანიზაციებმა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ რეალურად, ვიდეო აშშ-ში არა ნამდვილ საკლასო ოთახს, არამედ დადგმულ სიტუაციას ასახავს. იხილეთ ბმული 1, 2, 3, 4;

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი