სოციალურ ქსელში Facebook-ის ანგარიში „შიინ ევროპისკენ“ ვიდეოს ავრცელებს, სადაც თითქოს ჩანს უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც მუცლით ცეკვას ასრულებს. „პრეზიდენტად რომ კლოუნს აირჩევ ამ შედეგს მიიღებ!!“,- წერია პოსტის აღწერაში. რეალურად, პირი, რომელიც აღნიშნულ ვიდეოს ორიგინალ ვერსიაში ცეკვავს, არგენტინელი მოცეკვავეა.

აღნიშნული გაყალბებული ვიდეო თავდაპირველად რუსულ წყაროებში გავრცელდა, რაზეც „ფაქტ-მეტრის“ რუსულენოვანი რედაქცია წერდა. გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ ვიდეოს ორიგინალი ვერსია, სინამდვილეში, არგენტინელ მოცეკვავე პაბლო აკოსტას ეკუთვნის (იხილეთ ფოტო).

მოცეკვავე მუცლის ცეკვის ვიდეოებს TikTok პლატფორმაზე ხშირად აქვეყნებს და მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებს არაფერი აქვს საერთო არა მარტო ზელენსკისთან, არამედ უკრაინასთანაც.

ამრიგად, გავრცელებული ვიდეო გაყალბებულია და უკრაინის პრეზიდენტის დისკრედიტაციის ისახავს მიზნად.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5671 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია