• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: უკრაინაში ჯარისკაცების ბიოდეგრადირებად ჩანთებში დამარხვის ინიციატივით გამოვიდნენ

დეზინფორმაცია: უკრაინაში ჯარისკაცების ბიოდეგრადირებად ჩანთებში დამარხვის ინიციატივით გამოვიდნენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

29/09/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი „შიინ ევროპისკენ“, რომლის მიერ გავრცელებული ყალბი ამბავი „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია, მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს. „უკრაინელი გარემოსდამცველების ახალი წინადადება არის ჯარისკაცების დამარხვა ბიოდეგრადირებად ჩანთებში, რათა ზემოდან კარტოფილი გაიზარდოს“, - ვკითხულობთ პოსტში.

გავრცელებულ პოსტს თან უკრაინულენოვანი ვიდეო ახლავს, რომელიც თითქოს უკრაინული მედიის სიუჟეტია. აღნიშნულ შთაბეჭდილებას ის ფაქტიც ამყარებს, რომ ვიდეოს მარჯვენა ზედა კუთხეში უკრაინული ტელეკომპანია „1+1“-ის ლოგოა განთავსებული.  

სინამდვილეში, ინფორმაციის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ტელეკომპანიას მსგავსი სიუჟეტი არ გამოუქვეყნებია. „1+1“-ის ვებგვერდზე და არც მათ YouTube არხზე მსგავსი სიუჟეტი არ იძებნება. არც სოციალურ ქსელებში, კერძოდ, Facebook-ზე იძებნება ინფორმაცია ჯარისკაცების ბიოდეგრადირებად ჩანთებში დამარხვის შესახებ.

ამბავს  უკრაინის „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი“ გამოეხმაურა და გავრცელებული ინფორმაცია უარყო. პოსტში, რომელიც ტელეგრამ არხზე გამოქვეყნდა ვკითხულობთ, რომ ეს სიუჟეტი არც ტელეკომპანია „1+1“-ს გამოუქვეყნებია და  მსგავსი ინიციატივა არც უკრაინელ ეკოლოგებს ჰქონიათ. მიუხედავად იმისა, რომ  სიუჟეტი უკრაინულადაა, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი აღნიშნავს, რომ მასში ბევრი გრამატიკული შეცდომა და რუსულენოვანი კალკია. 

ამგვარად, მტკიცება, რომ უკრაინაში ჯარისკაცების ბიოდეგრადირებად ჩანთებში დამარხვის ინიციატივით გამოვიდნენ, ყალბია.

------- 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ისრაელი
პოლიტიკა
ლიზ ტრასი
დეზინფორმაცია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა