• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: 4-5 ოქტომბერს აცრილ ადამიანებში რკინის ნაწილაკები ამოქმედდება

დეზინფორმაცია: 4-5 ოქტომბერს აცრილ ადამიანებში რკინის ნაწილაკები ამოქმედდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

02/10/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

ანგარიში Samaya C Morganne, რომელიც აქტიურია როგორც Tiktok, ასევე Facebook პლატფორმაზე,  მომხმარებლებს   4-5 ოქტომბერს ელექტროენერგიის გათიშვისკენ მოუწოდებს. „თუ 5G-ს გავთიშავთ და თუ მთლიანად გავთიშავთ ელექტროობას ქვეყანაში, საუკეთესოა, რადგან მთავრობა, ჯანმრთელობის სისტემა, ვინც აცერით ბრმად და შეუყვანეთ მინის პატარა რკინის ნაწილაკები, 4 ოქტომბერს პირველად უნდა დაიტესტოს, რას გიზამთ ეს ნაწილაკები სხეულში, ამიტომ გეუბნებით, რომ გამორთეთ, თორე ვინც არ გავიკეთეთ აცრები შედარებით უკეთესი მდგომარეობა გვექნება, თუმცა ჩვენც შეგვეხება ეს ყოველივე“. რეალურად,  4 ოქტომბერს აშშ-ის მასშტაბით გადაუდებელი გაფრთხილების სისტემის ტესტირება იგეგმება. ამავდროულად, კორონავირუსის ვაქცინებში მძიმე მეტალების, მიკროჩიპების ან მაგნიტების არსებობა რეალობას არ შეესაბამება.

 

კონსპირაციული თეორიის გავრცელება აშშ-ში საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს (FEMA) ოფიციალური განცხადების გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო.  კონსპირატორები ამტკიცებენ, რომ  4 ოქტომბერს გადაუდებელი გაფრთხილების სისტემის ტესტირება მოხდება და ადამიანებს სიგნალი მობილურ ტელეფონებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით გაეგზავნებათ, რათა გააქტიურდეს  ნანონაწილაკები, რომლებიც  ადამიანების სხეულშია შეყვანილი. 

აღნიშნული თემა ფაქტების გადამმოწმებელმა ამერიკულმა ორგანიზაცია AP News-მა გადაამოწმა. სინამდვილეში, საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტო (FEMA) გადაუდებელი გაფრთხილების სისტემის ტესტირებას ატარებს, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, ბუნებრივი კატასტროფების, ტერორისტული აქტებისა და სხვა საფრთხეების დროს თავიანთი საკუთრება დაიცვან. ტესტირება  4 ოქტომბერს, დაახლოებით 14:20 საათზეა დაგეგმილი. სააგენტოს მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ორი სისტემა ამოქმედდება: ერთი - საგანგებო გაფრთხილების სისტემა (EAS)  და უსადენო საგანგებო გაფრთხილებების სისტემა (WEA).  

EAS-არის საჯარო გაფრთხილების სისტემა, რომელიც ჩვეულებრივ  სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მნიშვნელოვანი გადაუდებელი ინფორმაციის მიწოდებისთვის გამოიყენება, როგორიცაა მაგალითად, ამინდთან დაკავშირებული გაფრთხილება. ინფორმაციის გავრცელებისთვის აღნიშნული სისტემა რადიო და სატელევიზიო მაუწყებლებს, საკაბელო სისტემებს, სატელიტური რადიო და ტელევიზიის პროვაიდერებს და ასევე საკაბელო ვიდეო პროვაიდერებს იყენებს.  

WEA- უსადენო საგანგებო გაფრთხილების სისტემაა, რომელიც გადაუდებელ ინფორმაციას, გაფრთხილებას მოსახლეობას მათ უსადენო მოწყობილობებზე, მაგალითად - ტელეფონზე, აწვდის. 

გეგმის მიხედვით,  4 ოქტომბერს შეტყობინება მთელს აშშ-ში გავრცელდება,   სატელევიზიო და რადიო გადაცემები შეწყდება. გამოჩნდება შემდეგი შეტყობინება: 

„ეს არის საგანგებო გაფრთხილების სისტემის ეროვნული ტესტირება, რომელიც გამოცემულია საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტოს მიერ და ფარავს ამერიკის შეერთებულ შტატებს 14:20 საათიდან 14:50 საათამდე. ეს მხოლოდ ტესტია. საზოგადოების მხრიდან არანაირი ქმედება არ არის საჭირო“.

FEMA-ს სპიკერმა AP News-თან ასევე განმარტა, რომ არ არსებობს ცნობები, რომლებიც დაადასტურებს, რომ სიგნალები ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.  

 

წყარო: https://coopwb.in/info/fema-alert-system/  

რაც შეეხება, მძიმე მეტალებისა თუ კრისტალების არსებობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებში, ვიდეოს ავტორი აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს სწორედ ადამიანის ორგანიზმში აცრის შედეგად შეყვანილი რკინის ნაწილაკები დაიტესტება. სინამდვილეში, კორონავირუსის ვაქცინებში მძიმე მეტალების არსებობა რეალობას არ შეესაბამება. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არა ერთხელ დაუწერია (1,2,3).

მეტალი, რომელიც კორონავირუსის ზოგიერთი ვაქცინის შემადგენლობაშია - ალუმინია, უფრო სწორედ კი, მისი მარილები. ალუმინის მარილები გამოიყენება ადიუვანტების სახით - ნივთიერებების, რომელიც ადამიანის იმუნურ რეაქციას აძლიერებს. [ადიუვანტი – ნივთიერებაა, რომელიც ზრდის ანტიგენის იმუნოგენობას, აძლიერებს ან ახანგრძლივებს სამკურნალო საშუალებების მოქმედებას; ზოგიერთი ადიუვანტი გამოიყენება ვაქცინების დასამზადებლად (ალუმინის ოქსიდის ჰიდრატი და ადრენომიმეტური საშუალებები და სხვა)]. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრში აღნიშნავენ, რომ ალუმინის გამოუყენებლობის შემთხვევაში, ვაქცინების დოზების ზრდა გახდებოდა საჭირო. ვაქცინა ალუმინის უსაფრთხო დოზას შეიცავს.

COVID-19 ვაქცინების, როგორებიცაა - Pfizer, Moderna და Johnson & Johnson, ინგრედიენტების სიაში ალუმინს, როგორც ვაქცინის შემადგენელ ერთ-ერთ კომპონენტს არ ვხვდებით. ექსპერტებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების შემადგენლობაში ალუმინი ან/და ვერცხლისწყალი/მერკური არ შედის. ალუმინს არ შეიცავს არც AstraZeneca/Oxford ვაქცინები.

ალუმინის ჰიდროქსიდს (ალუმინის მარილს) შეიცავს ჩინური კომპანია Sinovac-ის ვაქცინა CoronaVac და Sinopharm-ის ვაქცინა. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ვაქცინაში მისი შემცველობა ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი არაა.

გავრცელებულ პოსტებში არ იყო დაკონკრეტებული თუ რომელი „მძიმე მეტალების“ შემცველობაზეა საუბარი. კიდევ ერთი ნივთიერება, რომელსაც ზოგიერთი ვაქცინა შეიცავს - ტიომერსალია. ტიომერსალი ვერცხლისწყლის/მერკურის ბაზაზე განვითარებული კონსერვანტია, ის სწრაფად გამოიდევნება ორგანიზმიდან. არსებობს ორი ტიპის ვერცხლისწყალი/მერკური, რომელთა ზემოქმედებასაც ადამიანი ექვემდებარება - მეთილ-მერკური და ეთილ-მერკური. მეთილ-მერკური ტოქსიკური და საშიში ნივთიერება არის და ის ვაქცინებში არ გამოიყენება. ვაქცინებში ეთილ-მერკური გამოიყენება, რომელიც ორგანიზმში არ გროვდება და ჯანმრთელობისათვის მავნებელი არაა. Pfizer/BioNTech-ის, Moderna-ს და AstraZeneca-ს ვაქცინები ტიომერსალს არ შეიცავს.

ამდენად, ვიდეოს ავტორი კონსპირაციულ თეორიას ავრცელებს. მტკიცება, რომ ვაქცინით ადამიანებში მეტალები შეჰყავთ და მათი გააქტიურება 4-5 ოქტომბერს მოხდება, მცდარია. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

    

თეგები:
#კონსპირაცია
#ვაქცინა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა