• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში მსახიობ კახა გოგიძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში მსახიობ კახა გოგიძის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულაცია

03/10/2023
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „აგენტურა“ მსახიობ კახა გოგიძის ინტერვიუდან მონაკვეთს ავრცელებს, სადაც მსახიობი ამბობს: „მე აგენტი ვარ, ჩემო ძმებო და მეგობრებო და, არ ვიცი, ამაყი ვარ ამით“. რეალურად, აღნიშნული მონაკვეთი ინტერვიუდან ისეა ამოჭრილი, მსახიობის განცხადების კონტექსტი არ ჩანს და მომხმარებლებს მცდარ შთაბეჭდილებას უქმნის.

კახა გოგიძემ აღნიშნული განცხადება 26 სექტემბერს, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „რეაქცია“ გააკეთა.

გადაცემაში 49:53 წთ-ზე ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია კახა გოგიძეს მიმართავს: „კახა გოგიძე, მსახიობი, მოხვდა სხვათა შორის აი, იმ რაღაც გაუგებარ, მე კი გამეცინა გულწრფელად გეტყვი, ბევრი ვიცინე, მაგრამ პროპაგანდა დგას ამაზე, აგენტების სიაში, რომელიც ვითომ წარმოადგენს აშშ-ის აგენტურას. ჩემდა გასაოცრად აღმოგაჩინეთ თქვენ, კახა. ჩვენ რომ აქ ვკვდებით სიცილით, ამ დროს პროპაგანდა ამით კვებავს ხალხს, თქვენი რეაქცია რა იყო ამაზე?“

ამ კითხვაზე მსახიობი პასუხობს, რომ თუ თავისუფლების და ისეთივე სასამართლოს არსებობის სურვილი საქართველოში, როგორიც აშშ-შია, აგენტობაა, მაშინ ის აგენტია: „დიდი მადლობა მინდა გადავიხადო, ძალიან მაღალი წარმოდგენის ყოფილხართ ჩემზე, ბატონებო. ამერიკის დროშაც მაქვს აგერ და დასაჭერი ვარ საერთოდ (...) აგენტად გამომაცხადეს, მე თუ მინდა ჩემი ქვეყანა იყოს ისეთივე ძლიერი, როგორიც არის ამერიკა, მე თუ მინდა იყოს ისეთივე სასამართლო, როგორიც ამერიკაშია, ჩემს ბავშვობაში ამერიკული იყო ხარისხის მაჩვენებელი, ეს თუ აგენტობაა, ეს სურვილი თავისუფლების თუ აგენტობაა, კი მაშინ მე აგენტი ვარ, ჩემო ძმებო და მეგობრებო და ამაყი ვარ ამით, თუ ამას აგენტობაში მითვლით“.

ამდენად, გავრცელებული ვიდეო კახა გოგიძის ინტერვიუდან იმდაგვარადაა ამოჭრილი, რომ განცხადების კონტექსტი არ ჩანს და მომხმარებლებს მცდარ შთაბეჭდილებას უქმნის.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#კახა გოგიძე
#მანიპულაცია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა