• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
აჭარის რამდენიმე საჯარო სკოლაში, სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების გამო, სასწავლო წელი არ განახლებულა

აჭარის რამდენიმე საჯარო სკოლაში, სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების გამო, სასწავლო წელი არ განახლებულა

2023 წლის სექტემბერში აჭარის მუნიციპალიტეტების რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო წელი არ განახლებულა

25/10/2023
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

2023 წლის სექტემბერში აჭარის მუნიციპალიტეტების რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო წელი არ განახლებულა. ამის მიზეზი კი, ზოგ შემთხვევაში, გაჭიანურებული სარეაბილიტაციო თუ სამშენებლო სამუშაოები გახდა. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესს სხვადასხვა სკოლაში ესწრებიან. მათი ტრანსპორტირების მიზნით, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გაწევა უხდება.

„ფაქტ-მეტრმა“ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია, რომელ საჯარო სკოლებში ვერ განახლდა სწავლა მიმდინარე წელს და რამდენი იხარჯება მოსწავლეების ალტერნატიულ სკოლებში ტრანსპორტირებისთვის.

უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2023-2024 სასწავლო წელი ცხრა საჯარო სკოლის შენობაში არ განახლებულა. კერძოდ, საუბარია ბათუმის სამ, ხულოს მუნიციპალიტეტის ორ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ საჯარო სკოლაზე.

ცხრილი 1. აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტებში მდებარე საჯარო სკოლები, რომლებშიც 2023 წელს სასწავლო წელი არ განახლებულა

წყარო: აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, დანართი 1

როგორც ვხედავთ, ცხრა საჯარო სკოლის მოსწავლეების სხვა სკოლებში ტრანსპორტირების დღიური ხარჯი, ჯამში, 5 080 ლარს აღწევს. თუ წელიწადში, საშუალოდ, 160 სასწავლო დღეს ვიანგარიშებთ (სასწავლო დღეების რაოდენობა განსხვავებულია I და XII კლასებში), გამოდის, რომ წლის განმავლობაში მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის 800 000 ლარზე მეტი იხარჯება. იმის გათვალისწინებით კი, რომ რამდენიმე სკოლაში სწავლა გასულ სასწავლო წელსაც ვერ განახლდა, აღნიშნული თანხა საკმაოდ სოლიდური იქნება. ეს ნიშნავს, რომ პროექტების სახელშეკრულებო ვადებში დაუსრულებლობა და ხშირად, საკმაოდ დიდი ხნით გაჭიანურება, ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწვება.

მაგალითად, სოფელ ხუცუბნის სკოლის შენობაში სწავლა 2020 წლის 15 სექტემბრის შემდეგ აღარ განახლებულა. სამუშაოები, რომელთა ღირებულება 3 757 777 ლარს შეადგენს, 2022 წლის 31 მარტს დაიწყო და 2023 წლის სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა დასრულებულიყო. თუმცა პროექტი დასრულებული არაა და მთლიანი ღირებულების მხოლოდ 65%-ია გადახდილი. საინტერესოა, რომ ამ სკოლის დემონტაჟისა და ახლის მშენებლობის მიზნით, ტენდერი 2020 წელსაც იყო გამოცხადებული. მაშინ ხელშეკრულება 3 065 135 ლარზე გაფორმდა. კომპანიამ ვალდებულება ვერ შეასრულა და მასთან კონტრაქტი 2021 წლის ოქტომბერში შეწყდა. ამ დროს კომპანიისთვის გადახდილი იყო 151 228 ლარი. გაძვირებული ღირებულებით კი ტენდერი ჯერ 2021 წლის ნოემბერში გამოცხადდა და უარყოფითი შედეგით დასრულდა, ხოლო ბოლოს 2022 წლის იანვარში და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სამუშაოები არ დასრულებულა.

2022 წლის 17 ოქტომბრიდან სწავლა არ მიმდინარეობს სოფელ ზედა სამების სკოლაში, რადგან სკოლის ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები განვითარდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაცია ცხადყოფს, რომ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საყრდენი კედლის მოწყობაზე ტენდერი მიმდინარე წლის აგვისტოში გამოაცხადა. სახელშეკრულებო ღირებულება 102 000 ლარია, სამუშაოები 14 სექტემბერს ანუ მეწყრული პროცესების განვითარებიდან, თითქმის, ერთი წლის შემდეგ დაიწყო და სამოც კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის ძირითადი კორპუსისა და კამპუსის მშენებლობის პროექტი კი 36-თვიანია, დაიწყო 2022 წლის მაისში და 2025 წელს უნდა დასრულდეს. ხელშეკრულების თანახმად, მიმდინარე წლის ბოლოს 3 700 000 ლარის სამუშაო უნდა იყოს განხორციელებული. არსებული მდგომარეობით, ანაზღაურებულია მთლიანი ღირებულების - 9 726 074 ლარის - 26% ანუ 2 527 758 ლარი. რაც შეეხება სოფელ წაბლანის სკოლას, სამინისტროს პასუხის თანახმად, მეწყრული პროცესების განვითარების გამო, სწავლა 2022 წლის აპრილიდან შეწყდა და ამ დრომდე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, მშენებლობისთვის ვარგის ტერიტორიას ეძებენ.

ბათუმის საჯარო სკოლებთან მიმართებით უნდა ითქვას, რომ №16 საჯარო სკოლის პროექტი მრავალწლიანია, 2025 წელს უნდა დასრულდეს. სახელშეკრულებო ღირებულება 17 388 170 ლარს შეადგენს. წლის ბოლოს მიმწოდებელს 6 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაო უნდა ჰქონდეს შესრულებული. არსებული მდგომარეობით კი კომპანიისთვის უკვე 8 190 945 ლარია ანაზღაურებული. დოკუმენტაციის თანახმად, მშენებლობა გეგმა-გრაფიკს არ ჩამორჩება. №31 და №7 სკოლების თაობაზე კი, სამინისტროს ინფორმაციით, პირველის მშენებლობის პროექტის შეთანხმება და მეორის გამაგრება-რეაბილიტაციის პროექტების მომზადება მიმდინარეობს. ელექტრონული ტენდერები სამუშაოების შესყიდვაზე ამის შემდეგ გამოცხადდება.

ფოტო:აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ნაზი რეხვიაშვილი
ნაზი რეხვიაშვილი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა