• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რა ფაქტორები განაპირობებს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას?

რა ფაქტორები განაპირობებს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას?

2022 წელს, წინა წელთან შედარებით, თავშესაფრის მოთხოვნაზე მიმართვიანობა თითქმის გაორმაგდა.

03/11/2023
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

ქართულმა მედიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს მოქალაქეების განაცხადების რაოდენობა 81%-ით გაიზარდა. აღნიშნული სტატისტიკა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში ევროკომისიის მეექვსე ანგარიშში იყო ასახული.

„ფაქტ-მეტრმა“ ბოლო წლების ტენდენცია მიმოიხილა და შეეცადა აეხსნა, თუ რა ფაქტორებმა განაპირობა ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა, ერთი შეხედვით, დრამატული ზრდა.

ევროსტატის მონაცემებით[1] 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, თავშესაფრის მოთხოვნაზე მიმართვიანობა თითქმის გაორმაგდა. 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი საქართველოს 28,390-მა მოქალაქემ მოითხოვა. აქედან, 25 940-მა აპლიკანტმა განაცხადი პირველად შეავსო. ამგვარი დრამატული ზრდის ერთ-ერთი მიზეზი, 2022 წელს COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების მოხსნაა. 2020-2021 წლებში, ანუ პანდემიურ პერიოდში აპლიკანტების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით მკვეთრად შემცირებული იყო. რეალური სურათის დასანახად, მართებული იქნება 2022 წელს პანდემიამდე პერიოდს თუ შევადარებთ, როდესაც გადაადგილების შეზღუდვები არ არსებობდა. 2019 წელს ევროკავშირის ტერიტორიაზე თავშესაფრის მიღებაზე განაცხადი საქართველოს 22,110-მა მოქალაქემ გააკეთა. ამრიგად, 2022 წელს 2019 წელთან შედარებით ზრდამ 28.4% შეადგინა.

ამასთან, გასულ წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრა იყო ერთ-ერთი მიზეზი, რამაც თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდაზე იქონია გავლენა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა თავშესაფრის თხოვნით ევროკავშირის ქვეყნებს მიმართა.

ზოგად ტენდენციას თუ შევხედავთ, საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ძირითადი ფაქტორები, რაც ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნაზე მიმართვიანობის ზრდას განაპირობებს არის: ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი და არასტაბილური პოლიტიკური გარემო. ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) მონაცემებით, საქართველო იმ ქვეყნების ათეულშია [2022 წელს მე-8 ადგილზე იყო], საიდანაც ევროკავშირს ყველაზე ხშირად მიმართავენ თავშესაფრის თხოვნით.

2022 წელს ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა დრამატულად გაიზარდა არამხოლოდ საქართველოდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) ინფორმაციით, 2022 წელს ევროკავშირში და შენგენის ზონაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 50%-ზე მეტით გაიზარდა. გასულ წელს თავშესაფრის მოთხოვნით დაახლოებით 966 000 განაცხადი გაკეთდა. ამ რიცხვში არ შედის უკრაინიდან ლტოლვილი დაახლოებით 4 მლნ ადამიანი, რომლებიც ექსკლუზიურად დარეგისტრირდა დროებითი დაცვისთვის, თავშესაფრის მიღების პროცედურის გარეშე.

EUAA-ს თანახმად, თავშესაფრის მაძიებელთა ზრდა, ნაწილობრივ გამოწვეული იყო COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნით და გრძელვადიანი ძირითადი ტენდენციებით, როგორიცაა კონფლიქტები და სურსათზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა. გარდა ამისა, თავშესაფრის მოთხოვნის ზრდის ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორად დასახელებულია უვიზო მიმოსვლა.

წინა წლების [2014-2019] ტენდენციას თუ გავაანალიზებთ, ფაქტია, რომ 2016 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიმართვიანობა თავშესაფრის მოთხოვნაზე ზრდის ტენდენციით ხასიათდება . 2020 წელს თავშესაფრის მოთხოვნაზე მიმართვიანობა მინიმუმამდე შემცირდა, რაც პანდემიით და ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვით იყო განპირობებული. 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა გაიზარდა, თუმცა პანდემიამდე პერიოდის მაჩვენებელს კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა. რაც იმით აიხსნება, რომ 2021 წელს COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციები მოქმედებს (მაგალითად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ითხოვდნენ კოვიდპასპორტებს), რაც ემიგრაციისათვის გარკვეული ბარიერი იყო. 2022 წელს, კი როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამგვარი ზრდა, გარკვეულწილად გამოიწვია ემიგრაციის შემაფერხებელი ფაქტორების, ამ შემთხვევაში კოვიდრეგულაციების მოხსნამ. ამასთან, რუსეთის უკრაინაში შეჭრას საქართველოს მოქალაქეების საერთაშორისო დაცვისთვის მიმართვის ზრდაზე პირდაპირი გავლენა ჰქონდა.

გრაფიკი 1: ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა [საქართველოს მოქალაქეები]

წყარო: ევროსტატი

ამრიგად, ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს მოქალაქეების განაცხადების რაოდენობა ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ძირითადი ფაქტორები ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი და პოლიტიკური გარემოა. ამასთან, შენგენის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი ხელშემწყობ ფაქტორად შეგვიძლია განვიხილოთ. 2022 წელს წინა წელთან შედარებით ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, მათ შორის საქართველოდან, დრამატულად იზრდება, რაც ნაწილობრივ COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნით და რუსეთის უკრაინაში შეჭრით არის განპირობებული.

[1]სტატიაში გამოყენებულია ბოლო/განახლებული მონაცემები (ევროსტატმა მაჩვენებლები განაახლა 14/10/23-ში).

თეგები:
თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა
თეონა აბსანძე
თეონა აბსანძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა