• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ვალერი ზალუჟნის „Deepfake” ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ვალერი ზალუჟნის „Deepfake” ვიდეო ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

08/11/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის ვიდეოს ავრცელებენ. მათი მტკიცებით, ზალუჟნი ზელენსკის უკრაინის მტერს უწოდებს და უკრაინელებს გადატრიალებისკენ მოუწოდებს. სინამდვილეში ვიდეო სიმართლეს არ შეესაბამება, იგი ე.წ. Deepfake-ს წარმოადგენს - ე.ი. ვიდეოს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.

ერთი შეხედვით, ვიდეო შესაძლოა ნამდვილი მოგვეჩვენოს, თუმცა, ბუნებრივია, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მიერ გაკეთებულ მსგავსი განცხადება მაშინვე მიიქცევდა უკრაინული და საერთაშორისო მედიის ყურადღებას. ვალერი ზალუჟნის მსგავსი ან შინაარსობრივად მიმსგავსებული განცხადება არც ერთი ავტორიტეტული მედიის ვებგვერდზე არ იძებნება.

გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი ანატოლი შტეფანი საკუთარ ტელეგრამ არხზე გამოეხმაურა ვიდეოს. შტეფანი ამბობს, რომ ვიდეო ყალბია.

ვიდეოს ავთენტურობას უარყოფს უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრიც. მისი ინფორმაციით, ვიდეო თავდაპირველად ტელეგრამ არხმა სახელად „Радио Труха”-მ გაავრცელა. აღნიშნული ტელეგრამ არხის აღწერის მიხედვით, ისინი ხშირად აქვეყნებენ იუმორისტული შინაარსის პოსტებს.

ამგვარად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვალერი ზალუჟნის ვიდეო ყალბია და ე.წ. Deepfake-ს წარმოადგენს.

--------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ომი უკრაინაში
ზალუჟნი
CIA
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

    2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა