• ჩვენ შესახებ
    1. მეთოდოლოგია
    2. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский
სიახლეები

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: უკრაინაში გენერალ ზალუჟნის მხარდამჭერი და ზელენსკის საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო

დეზინფორმაცია: უკრაინაში გენერალ ზალუჟნის მხარდამჭერი და ზელენსკის საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

13/11/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდები ავრცელებენ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც უკრაინაში გენერალ ზალუჟნის მხარდამჭერი და ზელენსკის საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო. პოსტს თან ერთვის ფოტო, რომელიც საარჩევნო ბუკლეტს წააგავს. იგი საზოგადოებას ვალერი ზალუჟნის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტო გადახაზულია. სინამდვილეში, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

პირველ რიგში, მსგავსი სახის ინფორმაცია ვალერი ზალუჟნის სოციალურ ქსელებში არ იძებნება. ანალოგიურ ფოტოებსა და ინფორმაციას  უცხოური და უკრაინული ავტორიტეტული გამოცემების ვებგვერდებზეც ვერ ვხვდებით. გარდა ამისა, შემთხვევას უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი გამოეხმაურა. მათი ინფორმაციით, აღნიშნული რუსული  დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, ხოლო უკრაინის ტერიტორიაზე ასეთი შინაარსის ბუკლეტები არ ვრცელდება.

რუსული გვერდები ასე ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს ომთან დაკავშირებულ საკითხებზე, ზალუჟნისა და ზელენსკის შორის იმდენად სერიოზული უთანხმოებაა, რომ ზალუჟნი უკვე სახელმწიფოს მართვაშიც უპირისპირდება ზელენსკის. ამის კიდევ ერთი მაგალითი რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ზალუჟნის DeepFake ვიდეო იყო, რომელშიც იგი ზელენსკის მტერს უწოდებდა და უკრაინელებს გადატრიალებისკენ მოუწოდებდა. ინფორმაცია, ცხადია, ყალბი აღმოჩნდა.

ამგვარად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს უკრაინაში გენერალ ზალუჟნის მხარდამჭერი და ზელენსკის საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო, ყალბია.

------------------------------ 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ომი უკრაინაში
ზალუჟნი
CIA
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომელიც დროში ისედაც გაჭიანურებული იყო, საერთოდ შეჩერდა, რადგან მიმწოდებელს ხელშეკრულება შეუწყდა

    გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • 6 თვეში ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადების ზრდის ტემპი 23%-დან 6%-მდე შემცირდა

    6 თვეში ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • თურქეთი №1 სავაჭრო პარტნიორი და მნიშვნელოვანი ინვესტორია

    თურქეთი №1 სავაჭრო პარტნიორი და მნიშვნელ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: info@factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა