• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
როგორ არღვევს კანონს ტელეკომპანია "იმედი"?

როგორ არღვევს კანონს ტელეკომპანია "იმედი"?

ამ სტატიაში დეტალურად მოგიყვებით „ფაქტ-მეტრის“ დავაზე ტელეკომპანია „იმედთან“, რომელიც „იმედის“ თვითრეგულირებაში მიმდინარეობდა

20/11/2023
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

„ფაქტ-მეტრი“ მადისკრედიტებელი კამპანიის სამიზნე არაერთხელ გამხდარა. ამ სტატიაში დეტალურად მოგიყვებით „ფაქტ-მეტრის“ დავაზე ტელეკომპანია „იმედთან“. დავა „იმედის“ თვითრეგულირებაში მიმდინარეობდა. ეს ნიშნავს, რომ ტელეკომპანიამ თავისივე ეთერში გასული სიუჟეტების შესახებ თავადვე გამოიტანა გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების მიხედვით კი დადგინდა, რომ „იმედმა“ „ფაქტ-მეტრის“ შესახებ გაკეთებულ ორ სიუჟეტში, ჯამში 7 სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებაში, მაუწყებლის ქცევის კოდექსი 20-ზე მეტჯერ დაარღვია.

ზემოთ ხსენებული სიუჟეტები ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 2022 წლის სექტემბერსა და დეკემბერში - გადაცემა „იმედის კვირის“ ეთერში განთავსდა. ორივე ამ სიუჟეტში „ფაქტ-მეტრის“ წინააღმდეგ დაუსაბუთებელი და მცდარი ბრალდებები იყო გაჟღერებული. სიუჟეტებში ტელეკომპანია „ფაქტ-მეტრის“ მიუკერძოებლობას, ფინანსურ გამჭვირვალობას, კომპეტენციას და ა.შ. კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა.  

8 სადავო გარემოებიდან 7-ში თვითრეგულირებამ დარღვევები დაადგინა, როგორც სამართლიანი მოპყრობისა და მიუკერძოებლობის, ასევე სამ შემთხვევაში - ჯეროვანი სიზუსტის ნაწილში. თვითრეგულირების გადაწყვეტილებები ნიშნავს, რომ ტელეკომპანიამ, მის მიერვე შექმნილი ორგანოს ფარგლებში, იმსჯელა თავის ეთერში გასულ სიუჟეტზე და მან თავად აღიარა, რომ ამ სიუჟეტში იყო შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, უსამართლო მოპყრობა, უსამართლო ბრალდებები და ა.შ. 

აღსანიშნავია, რომ ჯეროვანი სიზუსტის დარღვევა განსაკუთრებით მძიმე დარღვევაა და ეს იმგვარი შემთხვევაა, როდესაც კანონი მაუწყებელს კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას ავალებს - გაასწოროს ეთერში გასული არასწორი ინფორმაცია. სამ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი სიზუსტის დარღვევა ნიშნავს, რომ სამივე ეს გზავნილი „იმედს“ ეთერში, შესაბამისი ფორმით აქვს უარსაყოფი. ეს კანონის სიტყვასიტყვითი მოთხოვნაა და ამ მოთხოვნას იმედი უკვე თითქმის ერთი წელია არ ასრულებს. 

ტელეკომპანია „იმედთან“ კომუნიკაციის უამრავი მცდელობის მიუხედავად, მაუწყებელი უკვე ერთი წელია მათ ეთერში გასულ დადასტურებულად მცდარ ინფორმაციას არ ასწორებს და მის მაყურებლებს სწორ ინფორმაციას არ აწვდის. 

*რედაქტორის შენიშვნა: საკითხზე „ფაქტ-მეტრმა“ კომუნიკაციების კომისიასაც მიმართა, თუმცა კომუნიკაციების კომისიამ საჩივარი დასაშვებად არ ცნო, ვინაიდან მაუწყებლობის შესახებ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება თვითრეგულირების ორგანოს ეფექტიანობაში თვითრეგულირების ორგანოს არსებობასა და ტექნიკურ მხარეს მოიცავს, ხოლო თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლი, კომისიის განმარტებით, მათ კომპეტენციაში არ შედის.

საკითხთან დაკავშირებული ფაილები:

თვითრეგულირების საჩივარი 1

თვითრეგულირების გადაწყვეტილება 1

თვითრეგულირების საჩივარი 2

თვითრეგულირების გადაწყვეტილება 2

წერილი ტელეკომპანია იმედს 

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა