• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: გაეროში ისრაელის ელჩმა ახსნა მიზეზი, რატომ კლავენ ღაზას მოქალაქეებს

დეზინფორმაცია: გაეროში ისრაელის ელჩმა ახსნა მიზეზი, რატომ კლავენ ღაზას მოქალაქეებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

07/11/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Дженни Бурджанадзе, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია, (1;2;3) ვიდეოს აქვეყნებს შემდეგი კომენტარით: „გაეროში ისრაელის წარმომადგენელმა ამოიღო ქვა და აუხსნა მსოფლიო აუდიტორიას, თუ რატომ კლავენ ათასობით პალესტინელ სამოქალაქო პირს: „გსურთ იცოდეთ, რატომ ვბომბავთ და ვხოცავთ პალესტინელ ქალებსა და ბავშვებს? ცხადია  ქვის გამო, რომელსაც ყოველდღე გვიყრიან. თქვენ, ჩვენს ადგილას რომ იყოთ, Რას გააკეთებდით?". სინამდვილეში, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ვიდეო ნამდვილად გაეროში ისრაელის ელჩის, გილად ერდანის გამოსვლის კადრებს ასახავს. ერდანმა ქვა დემონსტრაციულად მართლაც აჩვენა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, თუმცა საქმე ისაა, რომ ეს არა ახლახან, არამედ ისრაელ-ჰამასის მიმდინარე კონფლიქტამდე ბევრად ადრე, 2022 წლის 19 იანვარს მოხდა. ის რომ ვიდეო ძველია, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ვიდეოში ისრაელის ელჩს ნიღაბი უკეთია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2023 წლის მაისში Covid-პანდემია დასრულებულად გამოაცხადა, შესაბამისად,  გაეროს სხდომათა დარბაზში ნიღბებს აღარ ატარებენ. 

გარდა თარიღისა, დამახინჯებულია ისრაელის ელჩის გამოსვლის ტექსტიც. მან კოლეგებს ქვა ნამდვილად აჩვენა, მაგრამ არ უთქვამს, რომ ისრაელის არმია ამის გამო ღაზაში ქალებსა და ბავშვებს კლავდა. 

სინამდვილეში, იგი პალესტინელების მხრიდან ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმების შესახებ საუბრობდა, კერძოდ, როგორც ელჩი უწოდებს „ტერორისტული აქტი ქვებით“. 

„ტერორისტული აქტები ქვებით“ - ასეთებით [ქვას აჩვენებს], რომელსაც ესვრიან ისრაელელების მანქანებს, ავტობუსებს. მათ [ქვებს] ესვრიან ისრაელელ კაცებს, ქალებს, ბავშვებს - ყოველ დღე. მხოლოდ 2021 წელს პალესტინელი ტერორისტების მხრიდან ისრაელელების წინააღმდეგ 1775 ქვით თავდასხმა განხორციელდა. მაგრამ მსოფლიო არაფერს ამბობს. საბჭოს წევრებო, მიიჩნევთ, თუ - არა ტერორისტულ თავდასხმად, თუ ასეთ ქვას თქვენს მანქანას ესვრიან, მაშინ როცა მას თქვენს შვილებთან ერთად მართავთ? სწორედ ესაა თავდასხმა, რომელმაც 4 წლის ადელ ბიტონის სიცოცხლე იმსხვერპლა და კიდევ სხვების. პატივცემულო დელეგატებო, თქვენ როგორ მოიქცეოდით, დაგმობდით, თუ - არა პალესტინელების მიერ ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ ასეთ სასტიკ ტერორისტულ თავდასხმებს?", - ამბობს ისრაელის ელჩი ვიდეოში.

ამგვარად, Facebook-ანგარიშმა გაეროში ისრაელის ელჩის გამოსვლის ტექსტი დაამახინჯა და მისი ნათქვამი არასწორი კონტექსტით გაავრცელა.

----------------------- 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ღაზა
ჯანმო
ისრაელი
პალესტინა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა