• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ფოტოზე ისრაელელი ჯარისკაცების მიერ მოკლული გოგონა და მისი ძმა ჩანან

დეზინფორმაცია: ფოტოზე ისრაელელი ჯარისკაცების მიერ მოკლული გოგონა და მისი ძმა ჩანან

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

24/11/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Irakli Zakareishvili, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ფოტოს აქვეყნებს. „ორიოდ ყლუპი წყლის მოსატანად წასულ ბავშვებს ისრაელის ჯარისკაცებმა დამიზნებით გაუხსნეს ცეცხლი, რის შედეგადაც გოგონა გარდაიცვალა!.. ფოტოზე: ძმას თავისი დის ცხედარი ხოხვით მოაქვს!..“,- წერია პოსტის აღწერაში. რეალურად, ფოტო 2020 წელს იემენში არის გადაღებული. გოგონას არა ისრაელელმა, არამედ იემენში პროსახელისუფლებო ძალებთან მებრძოლი ჯგუფის, ჰუტის სნაიპერმა ესროლა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გოგონა გადარჩა. 

აღნიშნული ფოტო X პლატფორმაზე (ყოფილი Twitter) საკმაოდ სწრაფად გავრცელდა, რასაც  BBC Verify-ის ჟურნალისტი შაიან სარდარიზადე  გამოეხმაურა. ჟურნალისტი ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ, თემის ირგვლივ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ პოსტებს ამოწმებს.  ჟურნალისტმა გამოქვეყნებულ ინფორმაციას ფოტოს სახით დაურთო იემენური საინფორმაციო გამოცემის, khabaragency-ის 2020 წლის სტატიაც. აღნიშნულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ გოგონას პროსახელისუფლებო ძალების წინააღმდეგ მებრძოლთა ჯგუფის, ჰუტის სნაიპერმა იემენის ქალაქ ტაიზში, ოჯახისთვის წყლის მიტანის დროს ესროლა. იემენის ადგილობრივი მედიის მიხედვით, გოგონა თავდასხმას გადაურჩა. 

 

ამდენად, მტკიცება, რომ ფოტოზე გამოსახული გოგონა ისრაელელი ჯარისკაცების მიერ ღაზაში არის მოკლული, ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#ისრაელი
#ევროპარლამენტი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა