• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: დასავლური გზავნილების თანახმად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტაქტიკა შეცვალეს და უკანდახევა დაიწყეს

დეზინფორმაცია: დასავლური გზავნილების თანახმად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტაქტიკა შეცვალეს და უკანდახევა დაიწყეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

27/11/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ნონა შარაბიძე, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ამტკიცებს, რომ დასავლური გზავნილების თანახმად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეცვალეს ტაქტიკა და ისინი ახლა წინ კი არ მიიწევენ, არამედ „უკან იხევენ და რუსეთის არმიას ქვეყნის სიღრმეში იზიდავენ“. მისივე მტკიცებით, უკრაინულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ისინი თამამად იხევენ ადრე მომზადებულ პოზიციებზე, მტერი კი სამარცხვინოდ მისდევთ უკან. რეალურად,  გავრცელებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

 

2023 წლის 19 ნოემბერს უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან შეხვედრისას პრიორიტეტები დადგინდა და გამოცხადდა ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება უკრაინის სამხედრო ოპერაციებში სწრაფი ცვლილებებისა და სამედიცინო ძალების სამხედრო მეთაურის გადაყენების შესახებ. განცხადება რუსეთის წინააღმდეგ 20-თვიანი ომის წარმართვასთან დაკავშირებით გამართულ დებატებს დაემთხვა და კონცენტრირდებოდა კითხვებზე, თუ რამდენად სწრაფად მიმდინარეობს კონტრშეტევა უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში. შეხვედრის შემდეგ, ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ შედეგამდე ცოტა დრო რჩება და მომავალი ცვლილებებისთვის სწრაფი მოქმედებაა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ წინსვლას დრო დასჭირდება, ზელენსკიმ უარყო, რომ ომი ჩიხში შევიდა და დასავლელ პარტნიორებს სამხედრო მხარდაჭერის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. 

Council on Foreign Relations-ის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ანალიზში ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეტევიდან წლინახევრის განმავლობაში უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორიის 54% დაიბრუნა. მართალია, 2023 წლის უკრაინის შეტევებმა მცირე ტერიტორიული მიღწევები მოიტანა, მაგრამ ფრონტის ხაზი თითქმის ერთი წლის განმავლობაში სტაბილური დარჩა. 

ხშირია მსჯელობა იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტურია უკრაინის ესა თუ ის ტაქტიკა, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში ხორციელდება. თუმცა არც ერთ სანდო მედიასაშუალების ვებ-გვერდზე უკრაინული სამხედრო ძალების ახალი ტაქტიკის შესახებ, რომელიც Facebook-ანგარიშის მტკიცებით, უკან დახევას და მტრის ქვეყნის სიღრმეში მიზიდვას გულისხმობს, ინფორმაცია  არ მოიძებნება.  ამგვარად, გავრცელებული ინფორმაცია მცდარია და  სიმართლეს არ შეესაბამება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#TikTok
#პუტინის ინტერვიუ
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა