• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ფოტო ყალბი აღწერით ვრცელდება

სოციალურ ქსელში ფოტო ყალბი აღწერით ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

28/11/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ფოტო, შემდეგი აღწერით: (1; 2; 3) „ფოტოზე გოგონა ლონდონის ცენტრალური ბანკის დირექტორია. სამსახურში პირველი დღის დაწყებამდე მამამ უთხრა: „არავის უთხარა, რომ ღარიბ ოჯახში გაიზარდე და რომ მამაშენი ქუჩის დამლაგებელია, ყველა შენი კოლეგა დაგცინებს...

მეორე დღეს გოგონამ ეს ფოტო სოციალურ ქსელში შემდეგი გზავნილით გამოაქვეყნა: „ღარიბ ოჯახში გავიზარდე და მამაჩემი მეეზოვეა. მინდა მადლობა გადავუხადო მას მიღებული განათლებისთვის და სწავლის პერიოდში გაწეული ფინანსური ძალისხმევისთვის.  მიყვარხარ, მამა, შენ ჩემი სიამაყე ხარ! ”. სინამდვილეში, აღნიშნულ ფოტოზე ლონდონის ცენტრალური ბანკის დირექტორი არ არის გამოსახული, გავრცელებული აღწერა ყალბია.

ფოტო ვირუსულად გავრცელდა როგორც ქართულ, ასევე უცხოურ სოციალურ ქსელებში, მათ შორის X-სა (ყოფილი Twitter) და Instagram-ზე (ბმული 1; 2; 3).

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ინგლისში „ლონდონის ცენტრალური ბანკი“ - ასეთი ინსტიტუტი არ არსებობს. გაერთიანებული სამეფოს საფინანსო და მონეტარულ სისტემას ლონდონში მდებარე „ინგლისის ბანკი“ (Bank of England – BoE) არეგულირებს. ინგლისის ბანკი 1694 წელს დაარსდა და მისი 329-წლიანი არსებობის მანძილზე ქალი მმართველი არასდროს ჰყოლია. აქვე აღსანიშნავია, რომ ინგლისის ბანკს ჰყავს მმართველი (Governor) და არა დირექტორი (Director), მაგრამ ჰყავს დირექტორთა საბჭო (Court of Directors), რომლის წევრებს შორის ნამდვილად არის რამდენიმე ქალბატონი.

ინფორმაცია ასევე გადაამოწმეს ფრანგულმა საინფორმაციო სააგენტო AFP-მ და ამერიკულმა AP-მ. გავრცელებულ ფოტოსურათებს შორის AFP-მ იპოვა ერთ-ერთი, რომელსაც მარცხენა ქვედა კუთხეში შემდეგი წარწერა ჰქონდა: „Mizan Behrouz Khosravi“. როგორც აღმოჩნდა Mizan - ესაა ირანის საინფორმაციო სააგენტო, ხოლო Behrouz Khosravi ფოტოგრაფი, რომლის მიერ გადაღებულ ფოტოებს Mizan-ის ვებგვერდზე ვხვდებით. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფოტო აღებულია 2017 წელს გადაღებული დოკუმენტური ფოტოსერიიდან, რომელიც 23 ფოტოსურათს აერთიანებს. მასში სამუშაოს შესრულების პროცესში მეეზოვეები არიან აღბეჭდილნი.  

AFP დაუკავშირდა ფოტოგრაფს, რომელმაც ფოტომასალის ავტორობა დაადასტურა. მან ასევე განაცხადა, რომ ფოტოები ირანში, ქალაქ ამოლში მამის დღეს (Father’s day) გადაიღეს, ახალგაზრდა ქალი კი მამას მუშაობის დროს ქუჩაში შეხვდა. ფოტოგრაფმა საკუთარ X-სა და Instagram-ზე ფოტოები 2020 წელსაც გაავრცელა. 

ამგვარად, მტკიცება, რომლის თანახმადაც ფოტოზე ლონდონის ბანკის დირექტორია გამოსახული, ყალბია. სინამდვილეში, ფოტოსურათი ირანშია გადაღებული და იგი მამის დღესთან დაკავშირებული ფოტორეპორტაჟის ნაწილს წარმოადგენდა.

---------------------------------- 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ნათია თურნავა
ინგლისი
ირანი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა