• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ისრაელის ქალაქ ლოდში ებრაელმა პალესტინელი ფეხმძიმე ქალი ქუჩაში დანით მოკლა

დეზინფორმაცია: ისრაელის ქალაქ ლოდში ებრაელმა პალესტინელი ფეხმძიმე ქალი ქუჩაში დანით მოკლა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

01/12/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Irakli Zakareishvili, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ვიდეოს აქვეყნებს, აღწერით: „ებრაელმა სიონისტმა ისრაელის ქალაქ ლოდში, შუა ქუჩაში დანით დაჩეხა ბავშვთან ერთად მიმავალი ფეხმძიმე პალესტინელი ქალი!..“. რეალურად, ქალაქ ლოდში ფეხმძიმე ქალის მკვლელობის ბრალდებით, ქალის მამა და ძმა დააკავეს.  

 

აღნიშნულ თემაზე ინფორმაციას როგორც The Time of Israel, ასევე არაბული მედია The New Arab ავრცელებს.  როგორც ირკვევა,  მოკლული ქალი ლოდში მცხოვრები პალესტინელი აია აბუ ჰუჯაჯია,  რომელიც 30 ნოემბერს, ბავშვის სკოლაში წაყვანისას მოკლეს. ვიდეოში ჩანს, რომ ქალის დაჭრის შემდეგ მამაკაცი მანქანისკენ გარბის და მიმალვას ცდილობს. The Times of Israel-ის ცნობით, მოგვიანებით ქალის მამა და ძმა მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. 

ასევე, ტელეკომპანია Al Araby-ის ჟურნალისტმა აჰმად იასინმა უარყო მტკიცება, რომ თავდასხმა ისრაელელის  მიერ განხორციელდა. X პლატფორმაზე ჟურნალისტი წერს: „აია აბუ ჰუჯაჯი ლოდიდან დღეს დილით მოკლეს, როცა ქალიშვილი სკოლაში მიჰყავდა. მოტივი კრიმინალურია და ორი ეჭვმიტანილი, მისი ოჯახის წევრები, ბედუინთა სოფლებიდან, ნეგევსა  და  ლოდში, დააკავეს". ცნობისთვის, ქალაქ ლოდში,  25 000 პალესტინელი   ცხოვრობს.   

 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#პალესტინა
#ისრაელ-ჰამასის ომი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა