• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები ისრაელის მიერ ჰამასთან შეთანხმებული დროებითი ზავის დარღვევას ასახავს

დეზინფორმაცია: სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები ისრაელის მიერ ჰამასთან შეთანხმებული დროებითი ზავის დარღვევას ასახავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

01/12/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში 29 ნოემბერს მომხმარებელმა Patiko Antiliberasti Mxilebadze-მ, რომლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (იხილეთ ბმული 1, 2, 3, 4), პირდაპირ ჩართვაში განაცხადა, რომ ისრაელმა ღაზას სექტორში დროებითი ზავი დაარღვია. მანვე მტკიცების გასამყარებლად პირდაპირ ეთერში საჰაერო თავდასხმისა და ბრძოლის ამსახველი კადრები აჩვენა.

ვიდეოში ის ამბობს (1:20-დან) „მინდა ინფორმაციის სახით გითხრათ, როგორც იცით ღაზას სექტორში გამოცხადებული იყო თითქოს ასე ვთქვათ სიწყნარე, რაც დღეს - მე ახლა კადრებს შემოგთავაზებთ, რა თქმა უნდა - დაარღვია ისრაელის მხარემ. [...] აი ეს ვიდეო რაც „ალ ჯაზირამ“ დადო, მინდა, გაგიზიაროთ. დღეს დაარღვია კიდევ ერთხელ ისრაელმა [საზავო შეთანხმება], დაბომბა და აგერ ნახავთ კადრებს კიდევ ერთხელ. დიდი არის [ვიდეო] მაგრამ წარმოდგენა გექნებათ რასთან გვაქვს საქმე“. 

სინამდვილეში, სოციალურ ქსელში გაშვებულ პირდაპირ ეთერში Facebook-მომხმარებლის მიერ ნაჩვენები ვიდეოს კადრები, რომელიც მის მიხედვით ისრაელის მიერ ზავის დარღვევას და საბრძოლო მოქმედებების განახლებას ასახავს, 2018 წელს გადაღებული სირიის ომის კადრებია. მას ისრაელ-ჰამასის დაპირისპირებასთან საერთო არაფერი აქვს.  

 

Facebook-მომხმარებლის მიერ პირდაპირ ეთერში ნაჩვენები ვიდეოს კადრები, რომელიც მისი მიხედვით ისრაელის მიერ ზავის დარღვევას ასახავს

ვიდეოს, რომელიც Facebook-მომხმარებელმა პირდაპირ ეთერში თავად აჩვენა, თანდართული აქვს წარწერა „ომი სირიაში - სასტიკი ურბანული ბრძოლები ალეპოში“ (Война в Сирии - жестокие городские бои Алеппо).

Youtube-ზე ამ სახელწოდების ვიდეოს ძიებისას, მას მართლაც ვპოულობთ. ვიდეოს აღწერაში თანდართული ინფორმაციის მიხედვით, ის სირიის ომის დროს ქალაქ ალეპოში მიმდინარე ბრძოლებს ასახავს და 2018 წლის 11 იანვრით თარიღდება. 

კადრები YouTube-ზე გამოქვეყნებული ვიდეოდან, სადაც აღნიშნულია, რომ ის სირიის სამოქალაქო ომის დროს ალეპოში მიმდინარე ბრძოლებს ასახავს

ამასთანავე, Facebook-მომხმარებელი ღაზას სექტორში „გამოცხადებულ სიწყნარეზე“ საუბრისას, ისრაელსა და ჰამასს შორის 22 ნოემბერს დაპირისპირების დროებით შეჩერებაზე მიღწეულ შეთანხმებას გულისხმობს.  

შეთანხმების მიხედვით, ჰამასი ღაზაში ტყვეობაში მყოფ 50 ქალსა და ბავშვს ისრაელის მიერ პატიმრობაში მყოფი 150 ქალისა და ბავშვის გათავისუფლების სანაცვლოდ  გაათავისუფლებდა. შეთანხმება ძალაში ისრაელის დროით 24 ნოემბრის დილის 7 საათზე შევიდა და ის თავდაპირველად გახანგრძლივების პერსპექტივით საბრძოლო მოქმედებების 4-დღიან პაუზას ითვალისწინებდა. შეთანხმების პირობების მიხედვით, ჰამასის მიერ ღაზაში მყოფი ყოველი 10 ისრაელელი ტყვის გათავისუფლება დროებით ზავს დამატებით 1 დღით გაახანგრძლივებდა. ზავის მოქმედების განმავლობაში ისრაელის მხარე სამხედრო მანქანების გადაადგილებას წყვეტდა და ადამიანებს ღაზაში ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მთავარი, სალაჰ ალ-დინის გზის გასწვრივ გადაადგილების საშუალებას აძლევდა. შეთანხმების პირობებით, ღაზაში ასევე დაუშვებდნენ უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარების შეტანას, მათ შორის საწვავისას, თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დროებითი ზავი ომის დამთავრებას არ ნიშნავდა და მისი ვადის ამოწურვის შემდეგ სამხედრო მოქმედებები განახლდებოდა.  

ისრაელსა და ჰამასს შორის დროებითი ზავი კატარის შუამდგომლობით შედგა. 27 ნოემბერს კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელი და ჰამასი შეთანხმების 2 დამატებითი დღით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. 

ხუთშაბათს 30 ნოემბერს ზავის ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე მხარეებმა სამხედრო მოქმედებების დროებითი შეჩერების კიდევ ერთი დღით გახანგრძლივებას დაუჭირეს მხარი. ამდენად, ზავი საერთო ჯამში 7 დღემდე გახანგრძლივდა, მისი ვადა კი პარასკევს, 1-ელ დეკემბერს, ისრაელის დროით გამთენიის 7 საათზე ამოიწურა.  შეთანხმების დროის ამოწურვის შემდეგ კი სამხედრო მოქმედებები განახლდა.  ღაზის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ღაზაში ისრაელმა საჰაერო დარტყმები ზავის ამოწურვიდან რამდენიმე წუთის შემდეგ განაახლა. ისრაელის მხარის განცხადებით, ისრაელის მიერ საბრძოლო მოქმედებები ჰამასის მიერ ზავის დარღვევის შემდეგ განახლდა - მათი განცხადებით, ჰამასმა ზავის ამოწურვამდე ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა. აღსანიშნავია, რომ სამხედრო მოქმედებების დროებითი შეჩერების შეთანხმების ბოლო 24 საათის განმავლობაში როგორც ისრაელის, ისე ჰამასის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ბრძოლის განახლებისთვის მზად იყვნენ.  

შესაბამისად, ისრაელსა და ჰამასს შორის არსებული ზავის დროს, რომელიც ისრაელის დროით 24 ნოემბრის 07:00 საათიდან 1-ელი დეკემბრის დილის 07:00 საათამდე გაგრძელდა. ისრაელს ჰამასის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები არ განუხორციელებია. შეიარაღებული იერიშები ღაზაში ჰამასის სამიზნეებზე ისრაელმა ზავის ამოწურვის შემდეგ განაახლა, ამდენად 29 ნოემბერს სოციალურ ქსელში გაჟღერებული მტკიცება, რომ ისრაელმა ზავის პირობები დაარღვია და სამხედრო მოქმედებები განახორციელა, მცდარია. დამატებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეო, რომელიც თითქოს ისრაელის მიერ სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის დამადასტურებლად იყო ნაჩვენები, სინამდვილეში, ისრაელ-ჰამასის მიმდინარე დაპირისპირებას საერთოდ არ ასახავს. ვიდეოში სირიის ომში ალეპოს ბრძოლებია ნაჩვენები და ის 2018 წლით თარიღდება. 

-----------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ღაზა
ისრაელი
ზავი
სამხედრო მოქმედებები
ალეპო
სირიის ომი
ანა აბრამიძე
ანა აბრამიძე

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა