• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ებრაელმა ჯარისკაცმა ექვსი წლის პალესტინელი გოგონა წააქცია და გულზე ფეხით შედგა

დეზინფორმაცია: ებრაელმა ჯარისკაცმა ექვსი წლის პალესტინელი გოგონა წააქცია და გულზე ფეხით შედგა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

04/12/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Irakli Zakareishvili, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ამტკიცებს, რომ „ებრაელმა ჯარისკაცმა 6 წლის პალესტინელი გოგონა წააქცია და ბავშვს გულზე ფეხით შედგა“. პოსტს თან ახლავს ფოტო. რეალურად,  ფოტო ინტერნეტსივრცეში ვირუსულად 2011 წლიდან ვრცელდება და ქუჩის წარმოდგენის მიმდინარეობისას არის გადაღებული. გავრცელებული ფოტო   ისრაელ-ჰამასის მიმდინარე ომთან არანაირ კავშირში არ არის.

 

პოსტში გავრცელებული ფოტოს TinEye.com-ის მეშვეობით მოძიების შედეგად დადგინდა, რომ ის პირველად ინტერნეტსივრცეში 2011 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ სხვადასხვა აღწერილობით ყოველწლიურად ვრცელდება. 

აღნიშნული ფოტოს ვირუსულ გავრცელებას X პლატფორმაზე (ყოფილი Twitter) BBC Verify-ის ჟურნალისტი შაიან სარდარიზადეც გამოეხმაურა. ჟურნალისტი ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ, თემის ირგვლივ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ პოსტებს ამოწმებს. მან გამოქვეყნებულ ინფორმაციას ფოტოს სრული ვერსიაც დაურთო და აღნიშნა, რომ კადრი ძველია და სავარაუდოდ, ბაჰრეინში გამართულ ქუჩის „პერფორმანსს“ ასახავს.

როგორც ჩანს, 2021 წელს სოციალურ ქსელებში ფოტო, მათ შორის, იტალიურ ენაზეც გავრცელდა. აღნიშნულ ფოტოს თან ახლდა მტკიცება, რომ ისრაელელი ჯარისკაცი ბავშვს თავს დაესხა. ფოტოს იტალიური ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია Open.online-ც გამოეხმაურა. მათ სტატიაში ვკითხულობთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო მოჭრილია და მასზე გამოსახულია მამაკაცი, სამხედრო ფორმით, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებს (IDF) არ წარმოადგენს. ამასთან, გამოცემის თანახმად, რომელიც, თავის მხრივ,  Twitter-მომხმარებლების განცხადებებს (1, 2) ეყრდნობა, ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმულ პირს, სავარაუდოდ, რუსული იარაღი (AK47) უჭირავს, რასაც ისრაელის არმია არ იყენებს. 

სრულ ფოტოზე დაკვირვების შემდეგ კი ნათელი ხდება, რომ „ებრაელ ჯარისკაცს“ მკერდზე დიდი ზომის ისრაელის დროშა უცნაურად აქვს მიმაგრებული. რეალურად, ისრაელის თავდაცვის ძალების უნიფორმა უდაბნოსფერი კამუფლაჟისა და ბერეტისგან შედგება, რომელთა ფერებიც წოდებების შესაბამისად განსხვავდება, ხოლო მათი ინსიგნია შემდეგნაირად გამოიყურება: 

 ფოტოს წყარო: https://draftidf.co.il/units/uniforms/  

გარდა ამისა, ფოტოზე ჩანს, რომ აღნიშნულ სცენას ესწრებიან ადამიანები, რომლებიც მშვიდად დგანან და მომხდარზე არ რეაგირებენ. აღნიშნული კი, ალჟირელი Omar Dakhane-ის მიერ საკუთარ ბლოგზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ადასტურებს, რომ ფოტოზე ქუჩის წარმოდგენა, ე.წ. პერფორმანსია ნაჩვენები და ის, სავარაუდოდ, ბაჰრეინშია გადაღებული. ავტორის ვარაუდი მოგვიანებით თვითმხილველმაც დაადასტურა, რომელმაც წარმოდგენის ბაჰრეინში მიმდინარეობის ფოტომტკიცებულება წარადგინა. 

 

ამგვარად, Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელებული მტკიცება, რომ ფოტოზე გამოსახული ექვსი წლის პალესტინელი გოგონა ებრაელმა ჯარისკაცმა წააქცია და გულზე ფეხით შედგა, ყალბია. გავრცელებული ფოტო ძველია და ისრაელ-ჰამასის 7 ოქტომბერს დაწყებულ ომს არ უკავშირდება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#ისრაელი
#პალესტინა
#ჰამასი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა