• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ვოლოდიმირ ზელენსკიმ 75 მილიონ დოლარად ორი იახტა იყიდა

დეზინფორმაცია: ვოლოდიმირ ზელენსკიმ 75 მილიონ დოლარად ორი იახტა იყიდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

04/12/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი „ანტილიბერალური დოქტრინა“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (ბმული 1; 2) პოსტს აქვეყნებს ბმულთან ერთად, რომლითაც publicist.ge-ის სტატიაზე გადავდივართ. აღწერაში ვკითხულობთ: „გერმანელი ბიზნესმენი და პოლიტიკური აქტივისტი კიმ დოტკომი: ზელენსკიმ ორი იახტა იყიდა, რომლის ღირებულებაც 75 - მილიონ დოლარზე მეტია“. სინამდვილეში, აღნიშნული მტკიცება ყალბია.

როგორც ჩანს, ინფორმაცია უცხოურ სოციალურ ქსელებშიც ვირუსულად გავრცელდა, ვინაიდან ის ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა იტალიურმა Open.online-მა და ბრიტანულმა Logically Facts-მაც გადაამოწმა. 

იდენტური მტკიცება X-ზეც (ყოფილი Twitter) აქტიურად ვრცელდებოდა. პოსტებში წარმოდგენილი იყო დოკუმენტები, რომელიც დეზინფორმატორთა მტკიცებით, ზელენსკის მიერ ნაცნობების სახელით იახტების შეძენას ადასტურებდა. ე.წ. შესყიდვის დოკუმენტებში მითითებულია შეძენის თარიღი, იახტების ფასები და მყიდველების სახელები (ძმები შეფირები). დანარჩენი ინფორმაცია გადაშლილია. გარდა ამისა, დოკუმენტების ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებს ის ფაქტი, რომ გამოყენებული შაბლონი ინტერნეტსივრცეში ღიად ხელმისაწვდომია. მათზე მხოლოდ მცირე განსხვავებები აღინიშნება, თუმცა სხვადასხვა აპლიკაციისა თუ ონლაინ ხელსაწყოს დახმარებით ნებისმიერი დოკუმენტის რედაქტირება და შეცვლა სირთულეს არ წარმოადგენს. 

ყალბი დოკუმენტები:

ინტერნეტში განთავსებული შაბლონი:

ინფორმაციის სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ის საეჭვო ვებგვერდები, რომლებზეც უკრაინის პრეზიდენტის მიერ იახტების შეძენასთან დაკავშირებით სტატიები ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა, მათ შორისაა News Break და Naija Loaded. 

Media Bias/Fact Check-ის თანახმად, რომელიც მედიის მიკერძოებულობისა და მცდარი/ყალბი ახალი ამბების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება, News Break დაბალი სანდოობით გამოირჩევა და შემჩნეულია ყალბი ამბების გავრცელებაში.

Naija Loaded ნიგერიული ვებგვერდია, რომელსაც აღწერაში მითითებული აქვს, რომ გასართობი სახის ონლაინ პლატფორმაა და ნიგერიელებს ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა სახის ვიდეოებს, მუსიკას და, ზოგადად, გასართობ კონტენტს აწვდის. ბუნებრივია, ეჭვებს აჩენს ის ფაქტი, რომ მუსიკალური ვებგვერდი მსგავს პოლიტიკური შინაარსის სიახლეებს აქვეყნებს. კიდევ ერთი საინტერესო გარემოება Naija Loaded-ზე გამოქვეყნებული სტატიის შესახებ ისაა, რომ სტატიის ბოლოს არსებული წარწერის მიხედვით, იგი დასპონსორებულია. აღსანიშნავია, რომ დეზინფორმატორებს ნიგერიული ვებგვერდი ყალბი ამბების გასავრცელებლად ადრეც გამოუყენებიათ. მაგალითად, როცა გავრცელდა მტკიცება, თითქოს ოლენა ზელენსკამ Cartier-ის მაღაზიაში 1 მლნ დოლარი დახარჯა. ინფორმაციას ნიგერიული ვებგვერდი The Nation ავრცელებდა, სტატია კი ამ შემთხვევაშიც დასპონსორებული იყო. 

გარდა ამისა, BBC Verify-ის ჟურნალისტი შაიან შარდარიზადე იახტების მფლობელი კომპანიების Behnemar-ისა და Burgess-ის წარმომადგენლებს დაუკავშირდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ იახტები არავის შეუძენია და ამჟამადაც იყიდება. 

ამგვარად, მტკიცება, რომლის თანახმადაც ზელენსკიმ 75 მილიონ დოლარად ორი იახტა იყიდა, ყალბია.

----------------------------- 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა