• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ისრაელის საოკუპაციო ძალებმა 2 წლის ბავშვი დააკავეს

დეზინფორმაცია: ისრაელის საოკუპაციო ძალებმა 2 წლის ბავშვი დააკავეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

04/12/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი Irakli Zakareishvili, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ვიდეოს ავრცელებს, რომელიც ავტორის მტკიცებით, ისრაელის საოკუპაციო ძალების მიერ 2 წლის ბავშვის დაკავებას ასახავს. რეალურად, ვიდეო 2018 წლით თარიღდება და ისრაელ-ჰამასის მიმდინარე ომთან კავშირი არ აქვს.

ისრაელ-ჰამასის ომს უამრავი ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა. „ჰამასის“ მიერ კონტროლირებული ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში 6,000-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა, 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის დროს კი ათეულობით ისრაელელი ბავშვი ჰამასის მიერ იქნა მოკლული ან ტყვედ აყვანილი. 

თუმცა, ვიდეო, სადაც  ორი შეიარაღებული მამაკაცის მიერ დაკავებული პატარა ბავშვია აღბეჭდილი, რომელიც დახმარებას ითხოვს, სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმაზე ღაზაში მიმდინარე ახლანდელი ომის კონტექსტში მცდარად ვრცელდება (1, 2, 3). 

სოციალურ მედიაში ვიდეო პირველად 2018 წელს გამოქვეყნდა. ამბავს სხვადასხვა მედია გამოცემა გამოეხმაურა, მათ შორის, პალესტინური PalestineChronicle, Middle East Monitor და ისრაელის Haaretz. ონლაინ-გამოცემა Haaretz-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ ისრაელის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ხანმოკლე დროით დააკავეს 3 წლის პალესტინელი ბიჭი, რომელიც პოლიციელების მტკიცებით, მათთვის ქვების სასროლად იყო გაგზავნილი. აღსანიშნავია ისიც, რომ შემთხვევა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე (West Bank) მოხდა და არა ღაზას სექტორში, როგორც ამას დეზინფორმაციის გამავრცელებლები ირწმუნებიან.  

2018 წელს ინციდენტის შემდეგ, ისრაელის პოლიციამ უსაფრთხოების კამერის უფრო ვრცელი ვიდეოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, რომ ბიჭი ქუჩაში მყოფ პოლიციელებს უახლოვდება, შემდეგ კი გარბის. პოლიციელებმა განაცხადეს, რომ ბიჭი მათკენ ხელში სახრახნისითა და სათლელით მირბოდა. გავრცელებულ ვიდეოში მოგვიანებით ჩანს, რომ ბავშვი კვლავ ბრუნდება და ოფიცრებთან მირბის, საბოლოოდ კი, მას ერთ-ერთი პოლიციელი იჭერს. Haaretz-თან ინტერვიუში თვითმხილველმა ასევე აღნიშნა, რომ ბიჭს ხელში ბასრი ხელსაწყო („gourd scraper“) ჰქონდა. სასაზღვრო პოლიციის განცხადების თანახმად, ინციდენტი „განზრახ პროვოკაცია“ იყო. 

ამრიგად, გავრცელებული ვიდეო, რომელიც მომხდარის სრულ კონტექსტს არ ასახავს, 2018 წლით თარიღდება და ისრაელ-ჰამასის მიმდინარე ომთან არანაირ კავშირში არ არის.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#ისრაელი
#პალესტინა
#ევროპარლამენტი
#ჰამასი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა