სოციალურ ქსელში, როგორც რუსულენოვანი (1;2), ასევე ქართულენოვანი Facebook-ანგარიშები (1; 2) ავრცელებენ მტკიცებას, რომლის თანახმადაც, უკრაინაში ასაკოვან მოქალაქეებს ფრონტზე იწვევენ. ამის დასტურად კი, სააგიტაციო ბროშურების ფოტოებს ავრცელებენ. ბროშურებზე შემდეგი წარწერაა განთავსებული: „შენ უკვე იცოცხლე შენი წლები, წადი ფრონტზე“. სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია ყალბია და უკრაინაში მსგავს ბროშურებს არ არიგებენ.

შემთხვევას უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი გამოეხმაურა. მათი ინფორმაციით, ეს რუსული დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, ხოლო უკრაინაში ასეთი შინაარსის ბუკლეტები არ გავრცელებულა. „რუსული Telegram-არხები „პროპაგანდისტული ბუკლეტების“ ფოტოებს ავრცელებენ, სადაც მოხუცებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მობილიზაციისკენ მოუწოდებენ. თითქოს სააგიტაციო ბუკლეტები კიევში ვრცელდება. ეს ე.წ. ბუკლეტები რუსული პროპაგანდის ნაწილია, რომელიც უკრაინაში „იძულებითი მობილიზაციის“ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ხორციელდება. დედაქალაქში მსგავსი ბუკლეტები არ ვრცელდება“, - ვკითხულობთ ცენტრის განცხადებაში.

გარდა ამისა, ინფორმაციას, ზემოაღნიშნული ბუკლეტების გავრცელების შესახებ, ძირითადად რუსული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ. არც დასავლურ და არც უკრაინულ სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდებზე მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება.

საგულისხმოა, რომ ყალბი ბუკლეტების გავრცელების შესახებ ინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია. კერძოდ, 2023 წლის ნოემბერში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც უკრაინაში გენერალ ზალუჟნის მხარდამჭერი და ზელენსკის საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო და მტკიცებას თან შესაბამისი სააგიტაციო ბუკლეტის ფოტო ერთოდა. ინფორმაცია მაშინაც ყალბი აღმოჩნდა.

ამგვარად, მტკიცება, რომლის მიხედვით, უკრაინაში ბროშურები გამოუშვეს, რომლითაც ასაკოვან მოქალაქეებს ფრონტზე იწვევენ, ყალბია.

-------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5667 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია