• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ილია თოფურიას გამარჯვებით გახარებული რუსი კომენტატორები „საქართველოს გაუმარჯოს“ ყვირიან

დეზინფორმაცია: ილია თოფურიას გამარჯვებით გახარებული რუსი კომენტატორები „საქართველოს გაუმარჯოს“ ყვირიან

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

21/02/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები ვიდეოს ავრცელებენ (იხილეთ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12), მტკიცებით, რომ UFC ბრძოლებში ილია თოფურიას გამარჯვებით გახარებული რუსი კომენტატორები „საქართველოს გაუმარჯოს“ ყვირიან. რეალურად, ბრძოლის კადრები Setanta Sports-ის რუსულენოვანი ტრანსლაციიდან არის ამოჭრილი, რომელსაც ქართველი და სომეხი კომენტატორები უძღვებოდნენ და გავრცელებულ ვიდეოში მათი შეძახილები ისმის.

დეზინფორმაციის ვირუსულ გავრცელებას Facebook-გვერდი World Military/ანალიტიკა გამოეხმაურა. მათი განცხადებით, დეზინფორმაციის გამავრცელებლებმა ინტერნეტ და სატელევიზიო სპორტ-ტრანსლაციების პლატფორმის, Setanta Sports-ის (რომელიც ამჟამად ქართული კომპანიის მფლობელობაშია) რუსულენოვანი ტრანსლირებიდან მონაკვეთი ამოჭრეს,  Setanta-ს ლოგო დაფარეს და ფრაგმენტი ისე გაავრცელეს. მათი მიზანი იყო, წარმოდგენა შეექმნათ, თითქოს, ქართველი სპორტსმენის გამარჯვებამ რუსი კომენტატორები აღაფრთოვანა და გახარებულები „საქართველოს გაუმარჯოს“ ყვიროდნენ.

ამბავი „ფაქტ-მეტრის“ გუნდმაც გადაამოწმა. მართლაც, გავრცელებული მონაკვეთი Setanta Sports-ის რუსულენოვანი ტრანსლირების ნაწილია (იხილეთ 20:35-დან), რომელიც არა რუს, როგორც ამას Facebook-მომხმარებლები ამტკიცებენ, არამედ ქართველ და სომეხ კომენტატორებს მიჰყავდათ.

Setanta Sports Georgia-სთან კომუნიკაციით დადგინდა, რომ სიხარულის გამომხატველი ეს ფრაზა სეტანტას რუსულენოვან კომენტატორს - დავით კუჭაშვილს ეკუთვნის, რომელიც წარმოშობით ქართველია. ხოლო მისი მეწყვილე წარმოშობით სომეხი - არტაშეს ანტონიანია. ორივე მათგანი სეტანტას გუნდს 2021 წელს შეუერთდა. Setanta Sports სპორტული არხები და ონლაინ პლატფორმა ჯამში მსოფლიოს 15 ქვეყანას ფარავს. მათგან 4-ში ტრანსლაციები ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, ერთში - ქართულად, ერთში - უკრაინულად, ხოლო დანარჩენ 9 ქვეყანაში ტრანსლაციები რუსულ ენაზე მიმდინარეობს. „სეტანტა სპორტსი“ რუსეთში არ შუქდება. შესაბამისად, აღნიშნულ ვიდეოს რუსებთან და რუსულ არხებთან კავშირი არ აქვს. 

ამრიგად, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბრძოლაში ილია თოფურიას გამარჯვების შემდეგ რუსი კომენტატორები „საქართველოს გაუმარჯოს“ ყვიროდნენ, ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
Setanta Sports
ილია თოფურია
UFC
კომენტატორი
საქართველოს გაუმარჯოს
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • [ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა

    [ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • არაფერი არ შეგვიწყვეტია ჩვენ. ჩვენ გვითხრეს უარი... მოლაპარაკებების გახსნაზე

    არაფერი არ შეგვიწყვეტია ჩვენ. ჩვენ გვითხ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • კალათბურთის ახალი სასახლე სატენდერო პირობებით უნდა აშენებულიყო 70 მილიონ ლარად, სინამდვილეში კი მერიამ 90 მილიონი ლარი გადაუხადა „გამარჯვებულ“ კომპანიას

    კალათბურთის ახალი სასახლე სატენდერო პირო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა