სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის ვიდეოს ავრცელებს, წარწერით - „რობოტი თუ პოლიტიკოსი“? ვიდეოზე გამოსახული პრეზიდენტის გამომეტყველება არასერიოზულია, იგი თვალებსა და ენას სწრაფად ატრიალებს. რეალურად, აღნიშნული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის მიერ არის დამუშავებული.

კოსოვოს შესახებ გამართული სერბეთის ასამბლეის საგანგებო სესია, რომლის ფრაგმენტიც მოგვიანებით დამუშავდა და გავრცელდა, 2022 წლის 13 სექტემბერს გაიმართა. სესიის ჩანაწერი სერბეთის საინფორმაციო სააგენტოს მიერ YouTube-ზეც გამოქვეყნდა.

სესიის გამართვის შემდეგ, შეხვედრის დამუშავებული ფრაგმენტი ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა აღწერით ვრცელდებოდა (იხილეთ 1, 2, 3). თუმცა ვიდეოების შედარებით დგინდება, რომ ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოსა და ორიგინალს შორის მსგავსება არ არის.

რეალურად, ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვიდეო (ორიგინალ ჩანაწერში აღნიშნული მონაკვეთი იხილეთ 8:58:20-დან) Instagram-ისა და TikTok პლატფორმების ცნობილი ფილტრის (Tongue Twisters Filter) გამოყენებით არის დამუშავებული (ფილტრის გამოყენებით სახეცვლილი სხვა ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე).

ამრიგად, გავრცელებული ვიდეო ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5667 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია