სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში სასკოლო სახელმძღვანელოს ფოტოს ავრცელებს. ფოტოზე მონიშნულია დავალება, რომელშიც ვკითხულობთ: „გაიხსენე აფხაზეთის მეზობელი საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეების კურორტები და დაგეგმე, რუკის დახმარებით (გვ. 6-7), ერთობლივი ტურისტული მარშრუტი აფხაზეთისა და, მაგალითად, სვანეთის ან სამეგრელოს კურორტების მოსანახულებლად და რომელიმე მათგანში დასასვენებლად“. Facebook-ანგარიში პოსტის აღწერაში წერს: „სკოლის სახელმძღვანელო. აფხაზეთი საქართველოს მეზობელი. როგორ მოგწონთ?“. ანგარიშის მტკიცებით, სახელმძღვანელო „ჩვენი საქართველო“ მოსწავლეებს ასწავლის, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილი არ არის და მისი მეზობელია. რეალურად, სახელმძღვანელოს „ჩვენი საქართველო“, როგორც ტექსტურ, ასევე დანართების ნაწილში (კერძოდ, რუკებში) არაერთხელ არის ნაჩვენები, რომ აფხაზეთი საქართველოს ისტორიული მხარე და მისი განუყოფელი ნაწილია. ზოგადად, სახელმძღვანელოს თავებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, მათ შორის - აფხაზეთსაც, ეთმობა.

გავრცელებული ფოტოზე გამომცემლობა „კლიოს“ VI კლასის სახელმძღვანელო „ჩვენი საქართველო“ (მე-2 ნაწილი) არის აღბეჭდილი. წიგნის თავები ძირითადად საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებს მოიცავს. მათ შორის, მე-6 თავი საქართველოს ერთ-ერთ მხარეს - აფხაზეთს, ეთმობა. აღნიშნული თავის შესავალშივე ავტორები წერენ: „აფხაზეთი ისტორიული საქართველოს განუყოფელი ნაწილია. იგი მდებარეობს საქართველოს უკიდურესს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში“.

წყარო: Klio.ge

მე-6 თავის ერთ-ერთი ნაწილის - „მეურნეობის დარგები აფხაზეთში“, ბოლოს მოსწავლეებისთვის გამოყოფილია დავალება, სწორედ ამ დავალების ფოტოს ავრცელებს Facebook-ანგარიში. დავალებაში ავტორები მოსწავლეებს აფხაზეთის მეზობელი მხარეების კურორტების გახსენებას სთხოვენ. წინადადებაში სიტყვა „მეზობელი“ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებს მიემართება და არა საქართველოს, როგორც ქვეყანას. ამავდროულად, ავტორები მიუთითებენ, რომ მოსწავლეებს დავალების შესასრულებლად ამავე სახელმძღვანელოს მე-6 და მე-7 გვერდებზე მოცემული რუკები შეუძლიათ გამოიყენონ. მითითებულ რუკებზეც აფხაზეთი საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარედ არის მონიშნული.

ამდენად, როგორც სახელმძღვანელოს ტექსტურ ნაწილში, ასევე რუკებზე, აფხაზეთი საქართველოს მხარედ არის წარმოდგენილი და მტკიცება, რომ სახელმძღვანელოს საშუალებით საქართველოში მოსწავლეებს ასწავლიან, რომ აფხაზეთი საქართველოს მეზობელი ქვეყანაა, მცდარია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი