• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: „ქართული ლეგიონი“  უკრაინაში ღვინოს აწარმოებს და ყიდის

დეზინფორმაცია: „ქართული ლეგიონი“ უკრაინაში ღვინოს აწარმოებს და ყიდის

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

04/03/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში შიინ ევროპისკენ, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არა ერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3),  ქართული ლეგიონის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. პოსტის მტკიცებით, ქართული ლეგიონი უკრაინაში ღვინოს აწარმოებს და ყიდის.  „ომში ღვინის ჩამოსხმა და გაყიდვაც თუ ხდებოდა ნაღდად არ მეგონა მარა გმირი რისი გმირია რომ იომოს და დაჟე ღვინოც გაყიდოს. გეროემ სლავა“, - წერია პოსტის აღწერაში. რეალურად, ქართული ღვინო ლეგიონის მიერ არ იწარმოება. ღვინის პროექტის ავტორები ეკატერინე დემეტრაშვილი და სალომე ქურდიანი არიან. მათ ღვინის სახელწოდებად „ქართული ლეგიონი“ აირჩიეს და ეტიკეტის დიზაინისთვის ლეგიონის ლოგოს და მეთაურის ფოტოს იყენებენ.  

ქართული ღვინო სახელწოდებით „ქართული ლეგიონი“ უკრაინულ ბაზარზე სულ მალე ჩაეშვება. ამის შესახებ ინფორმაცია პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა ეკატერინე დემეტრაშვილმა საკუთარ Facebook-ანგარიშზე დაწერა (იხილეთ ფოტო) . მისი თქმით, პროექტის მთავარი მიზანი  „ქართული ლეგიონის მხარდაჭერაა“. პოსტის ავტორი ქართულ ლეგიონს და მის მეთაურს მამუკა მამულაშვილს, რომლის ფოტოც ბოთლის ეტიკეტის დიზაინზეა გამოყენებული, მადლობას უხდის.   ბოთლზე დატანილია წარწერები: „დიდება უკრაინას“; „დაბადებული გამარჯვებისთვის“; „ქართული ლეგიონი“ და სხვ. 

 

ცნობისთვის, „ქართული ლეგიონი“ მოხალისეობრივი დანაყოფია, რომელიც 2014 წელს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ შეიქმნა და დაახლოებით 1300 სამხედროს აერთიანებს. ლეგიონი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ექვემდებარება და მისი მეთაური მამუკა მამულაშვილია. 

ამდენად, მტკიცება, რომ „ქართული ლეგიონი“ უკრაინაში ღვინის წარმოებას და გაყიდვას იწყებს, მცდარია. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#ქართული ლეგიონი
#უკრაინა
#ქართული ღვინო
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა