ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელი (EFCSN), რომელიც 27 ქვეყნის 40-ზე მეტ ფაქტების გადამოწმების დამოუკიდებელი ორგანიზაციის ასოციაციას წარმოადგენს, გმობს იმ პირდაპირ თავდასხმებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების მიმართ ახორციელებს. დამოუკიდებელი ფაქტების გადამოწმება საჯარო სერვისია, ხოლო ჩვენს ქართველ წევრებს აქვთ მოვალეობა, გადაამოწმონ მთავრობის წარმომადგენლების განცხადებები და ამცნონ მოსახლეობას, თუ ისინი მცდარ ინფორმაციას შეიცავს. არც ერთი მთავრობა არ უნდა ცდილობდეს, დააშინოს ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციები, რათა მათ ვეღარ მოახერხონ საკუთარი საქმის შესრულება.

ქართული ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების წინააღმდეგ განხორციელებულ ბოლო თავდასხმებზე საპასუხოდ, EFCSN უარყოფს ნებისმიერ მტკიცებას, თითქოს მათი აკრედიტაციის პროცესი ლობიზმით ან რაიმე სხვა სახის არასამართლიანი გავლენის საშუალებით მოხდა. მოცემული მტკიცება კატეგორიულად ყალბია და მიზნად ისახავს როგორც ქართული ორგანიზაციების, ასევე თავად EFCSN-ის დისკრედიტაციას.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის მტკიცება, თითქოს ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციები მოსახლეობას ცენზურას უწესებენ მცდარია და წარმოადგენს მცდელობას, ხელი შეუშალოს თავისუფალი პრესის ლეგიტიმურ როლს ძალაუფლების წინაშე ანგარიშვალდებულების შექმნაში. ფაქტების გადამოწმების ისეთი ონლაინ ინიციატივები, როგორიც Meta- მესამე მხარის ფაქტების გადამოწმების პროგრამაა, აქტიურია ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში და მათი ეფექტურობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ სამეცნიერო მტკიცებულებებითაც დასტურდება. გარდა ამისა, EFCSN-ის წევრებთან თანამშრომლობა არჩევნების დროს დეზინფორმაციასთან გამკლავების სასარგებლო გზადაა აღიარებული ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ.

აშკარაა, რომ შევიწროების კამპანია მიზანმიმართულად მიმდინარეობს სწორედ იმ დროს, როდესაც მთავრობას ხელახლა შემოაქვს უცხოელი აგენტების კანონი, რომელიც შეზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას (Amnesty International) და რომლის რეალური მიზანი დამოუკიდებელი მედიისა და

არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის შეფერხებაა (RSF). ამ ფონზე, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ საქართველოს მთავრობა უსაფუძვლოდ წარმოაჩენს თავის ქმედებებს ისე, თითქოს ისინი ევროკავშირის სტანდარტებთანაა თანხვედრაში.

ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების ევროპული საზოგადოება მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ფაქტ-მეტრისა და მითების დეტექტორის შევიწროება და შეახსენებს მას, რომ EFCSN-ის ვერიფიცირებული წევრები უკვე აკმაყოფილებენ ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ მოთხოვნებს, რომლებიც არსებობს გლობალურ მედია სექტორში გამჭვირვალობის, ეთიკისა და გამოძიების მეთოდოლოგიის კუთხით რომელთან შესაბამისობასაც დამოუკიდებელი აუდიტორები რეგულარურად განიხილავენ.

კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით

[email protected]


მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი