სოციალურ ქსელში 8 აპრილს Facebook-გვერდმა „აგენტურამ“ რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია მორიგი ყალბი ფოტო გაავრცელა (იხილეთ დაარქივებული ბმული).

აღსანიშნავია, რომ „აგენტურა“ თავს იუმორისტულ გვერდად წარმოაჩენს, თუმცა სინამდვილეში, პოლიტიკური შინაარსის დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს. იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ მიერ წარსულში გადამოწმებული მტკიცებები (ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8). ამასთანავე, აღნიშნული გვერდი „სამართლიანი არჩევნების” (ISFED) Disinfoobserver.ge პლატფორმის თანახმად, ანტიოპოზიციურ, სამოქალაქო სექტორის საწინააღმდეგო, ანტიდასავლური შინაარსის გზავნილებს ხშირად ავრცელებს.

სინამდვილეში, Google-ის Image Reverse Search ინსტრუმენტის გამოყენებით „აგენტურას“ მიერ გამოქვეყნებული ფოტოს ორიგინალ ვერსიას ვპოულობთ, რომელიც 2017 წლით თარიღდება. ორიგინალი და „აგენტურას მიერ“ გამოქვეყნებული ფოტოს შედარებისას მათ შორის არსებულ განსხვავებებიც შეიმჩნევა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ფოტო დამუშავებულია.

კერძოდ, 2017 წლის 8 მარტს „ნეტგაზეთის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელიც პარლამენტის წინ ფემინისტების მიერ გამართულ აქციასა და მათ ძირითად მოთხოვნებს - ქალთა სექსუალურ უფლებებსა და სამუშაო ადგილზე ხელისშემშლელი ბარიერების გაქრობას - შეეხებოდა, ვპოულობთ იდენტურ ფოტოს.

ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

როგორც აღვნიშნეთ, ორიგინალი და „აგენტურას“ მიერ გამოქვეყნებული ფოტოების შედარებისას ცხადად ჩანს, რომ „აგენტურას“ მიერ გავრცელებული ფოტო დამუშავებულია. კერძოდ, ფოტოზე ხელოვნურადაა ჩასმული წარწერა „ლაზარე გარეთ! ოცნება ციხეში!“, „არა რუსულ კანონს“ და ბანერი წარწერით „FREESAAKASHVILI“.

ამდენად, „აგენტურას“ მიერ გამოქვეყნებული ფოტო არა 2024 წლის აპრილში „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციას, არამედ 2017 წლის 8 მარტს გამართულ აქციას ასახავს. „აგენტურას“ მიერ გამოქვეყნებული პოსტისა და ორიგინალი ფოტოს შედარებისას ნათლად ჩანს, რომ ფოტოზე მანიპულაციებია განხორციელებული, ამდენად, ის ნამდვილი არაა.

-------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5425 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი