სოციალურ ქსელში ხელისუფლების მხარდამჭერი და ანტიდასავლური გვერდები, როგორც Facebook, ასევე TikTok პლატფორმაზე (1,2,3,4) აქციიდან „ქალები ვირჩევთ ევროპას!“ რედაქტირებულ ფოტოს ავრცელებენ. გავრცელებულ ფოტოში, პოსტერზე იკითხება წარწერა: „არა რუსულ კანონს, კი ერთსქესიანთა ქორწინებას!“. რეალურად, ფოტო რედაქტირებულია და პოსტერზე შემდეგი სიტყვებია დატანილი: „როგორც პირველი რესპუბლიკის ქალები, ჩვენ ვიბრძვით საქართველოს მომავლისთვის ახლა!” (Like the Women of the First Republic, We Fight for Georgia’s Future Now!).

ფოტო, რომელზეც აქციის ერთ-ერთ მონაწილეს რუსული კანონპროექტის საწინააღმდეგო პოსტერი უჭირავს, ონლაინ გამოცემა “ნეტგაზეთს” ეკუთვნის და მის Facebook-გვერდზეა ხელმისაწვდომი.

შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ მარში „ქართველი ქალები ვირჩევთ ევროპას!" გაიმართა. მარში საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობდა. ქალების მოძრაობა, მთავარი ლოზუნგით „ქალები ვირჩევთ ევროპას!“, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს აპროტესტებდა, რომელსაც 17 აპრილს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

ამდენად, ფოტო რედაქტირებულია, შეცვლილია პოსტერზე არსებული ტექსტი.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5451 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი