• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ურსულა ფონ დერ ლაიენი თბილისის ქუჩებში რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ძალადობას გმობს

დეზინფორმაცია: ურსულა ფონ დერ ლაიენი თბილისის ქუჩებში რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ძალადობას გმობს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

02/05/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

ტელეკომპანია POSTV Facebook-გვერდზე ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებიდან ციტატა გამოაქვეყნა. პოსტის აღწერაში ტელეკომპანია უთითებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი თბილისის ქუჩებში რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ძალადობას გმობს. რეალურად, ლაიენის განცხადებაში მართლაც ვკითხულობთ, რომ ის თბილისის ქუჩებში ძალადობას გმობს, თუმცა განცხადებაში კონკრეტული მხარე არ სახელდება. თავის მხრივ, განცხადების მეორე ნაწილში ის საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გაითვალისწინოს იმ მოქალაქეების გზავნილები, რომლებიც დემოკრატიისკენ ძლიერ ერთგულებას ავლენენ. 

 

საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტმა 1 მაისს განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში ვკითხულობთ: „ღრმა შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში. საქართველოს მოქალაქეები დემოკრატიისადმი ძლიერ ერთგულებას ავლენენ. საქართველოს მთავრობამ ეს მკაფიო გზავნილი უნდა გაითვალისწინოს. ევროკავშირმა ასევე მკაფიოდ გამოხატა თავისი შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. „საქართველოს მოსახლეობას თავისი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი სურს“. 

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო გზაგასაყარზეა და ის უნდა დარჩეს  ევროპისკენ მიმავალ გზაზე. მისი თქმით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს მისწრაფებები აღიარა და ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. საქართველოს მთავრობისგან კი მოელიან დაუყოვნებლივ მოქმედებებს იმ ზომების მისაღებად, რომელთა გატარების ვალდებულება იკისრა, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ.

განცხადების ნაწილი ევროკომისიის პრეზიდენტმა X პლატფორმაზეც გამოაქვეყნა.

 

აღსანიშნავია, რომ 1-ელ მაისს საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა ასევე მკაცრად დაგმო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა: "მკაცრად ვგმობ ძალადობას საქართველოში მომიტინგეების მიმართ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციას მართავდნენ უცხო ქვეყნის გავლენების შესახებ კანონის წინააღმდეგ. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მოვუწოდებ მის ხელისუფლებას, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება. მის დასათრგუნად ძალის გამოყენება მიუღებელია".

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განხილვასა და მიღებას, საქართველოს პარლამენტის შენობის გარშემო მოქალაქეთა მრავალათასიანი პროტესტი მოჰყვა. 1-2 მაისის ღამით აქციიდან 15 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ურსულა ფონ დერ ლაიენი
საპროტესტო აქციები
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა