• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში, პარლამენტში ანა წითლიძის გამოსვლის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში, პარლამენტში ანა წითლიძის გამოსვლის რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

15/05/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ანონიმურად მოქმედი Facebook-გვერდი „შიგ ევროპაში” ანა წითლიძის ვიდეოს რედაქტირებულ ვერსიას ავრცელებს (დაარქივებული ვიდეო)

ვიდეოში ჩანს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, რომელიც პარლამენტში ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ პროტესტს ეხმიანება. მისი საუბრის მონაკვეთებზე გადაფარულია ცენზურის აღმნიშვნელი ნიშანი „18+“ და ხმა, რომელიც მის სიტყვებს ფარავს. 

 

აღნიშნული ვიდეომანიპულაციით მსმენელი ვიდეოდან შემდეგ წინადადებას ისმენს: „როდის გინახავთ ამდენი გამო* სტუდენტი, როდის გინახავთ ამდენი გამო* სკოლის მოსწავლე საქართველოში, როდის გინახავთ ამდენი პრ* ქუჩაში...„

ამაზე მეტყველებს ვიდეოს კომენტარებში Facebook-მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული კომენტარები.

 

 

სინამდვილეში, ვიდეო იმგვარადაა დამუშავებული, რომ ანა წითლიძის ნამდვილი სიტყვები გადაფარულია და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ანა წითლიძე ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ დემონსტრაციებში მონაწილეებს, განსაკუთრებით კი გაფიცულ სტუდენტებსა და ქუჩაში გამოსულ სკოლის მოსწავლეებს უხამსად, უწმაწური სიტყვებით მიმართავს. 

რეალურად, ანა წითლიძემ განცხადება, რომელიც Facebook-გვერდმა „შიგ ევროპაში“ მანიპულაციურად გაავრცელა, პარლამენტში 2024 წლის 14 მაისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენისას გააკეთა. მან განაცხადა (1:05:50): „მე მინდა, პირველ რიგში, ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც ამ დღეების განმავლობაში სახლში მიუვარდნენ რეჟიმის დავალებით და სცემეს. მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა დაკავებულს, რომელიც რეჟიმმა დააკავა თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მინდა,  სოლიდარობა გამოვუცხადო ყველა იმ ახალგაზრდას, ვისაც რობოკოპები ამ მშიშრების გამო თავში ურტყამენ ხელკეტებს და მინდა, ვუთხრა, პატივია ყველა მოქნეული ხელი რეჟიმის მხრიდან საქართველოს თავისუფლებისთვის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში. თქვენ რომ ყრუები და ბრმები არ იყოთ, გარეთ უნდა გესმოდეთ ასიათასობით საქართველოს მოქალაქის ხმა. თქვენ რომ ივანიშვილის მონები არ იყოთ, როდის გინახავთ ამდენი გამოსული სტუდენტი ქუჩაში, როდის გინახავთ ამდენი გამოსული სკოლის მოსწავლე ქუჩაში. როდის გინახავთ ამდენი პროფესორ-მასწავლებელი  ქუჩაში. როდის გინახავთ ასეთი ერთიანი, ასეთი შეკრული საქართველო საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში. დღეს „არა რუსულ კანონს“ უდრის „არა რუსულ რეჟიმს...“

ამდენად ვიდეო, რომელიც Facebook-გვერდმა „შიგ ევროპაში“ გაავრცელა, რედაქტირებულია და მცდარ წარმოდგენას ქმნის. სინამდვილეში, ანა წითლიძეს პარლამენტის 2024 წლის 14 მაისის პლენარულ სხდომაზე აქციის მონაწილეთა მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები არ გაუკეთებია.

-------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ანა წითლიძე
ფოტომანიპულაცია
ვიდეომანიპულაცია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • ამ ქალაქში არ გვაქვს ტროტუარები... უსინათლოებისთვის რომ ბილიკი გავაკეთეთ, ისიც კი მითვისებული აქვს - ზოგი კაფეს, ზოგი მაღაზიას, ზოგი ბოსტნეულს

    ამ ქალაქში არ გვაქვს ტროტუარები... უსინა...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი, ევროკავშირის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, ორჯერ მაღალია

    საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი, ევ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • მე ვფიქრობ, ერთი თვე საკმაოდ ნორმალური ვადა იყო იმისთვის, რომ დაკომპლექტებულიყო [ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო] მისია და ჩამოსულიყვნენ, ამას დღეები სჭირდება.

    მე ვფიქრობ, ერთი თვე საკმაოდ ნორმალური ვ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა