• ჩვენ შესახებ
    1. მეთოდოლოგია
    2. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის AI-ით რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ემანუელ მაკრონის AI-ით რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

20/05/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Apolitical page ვიდეოს (დაარქივებული ბმული) ავრცელებს, რომელსაც აღწერად ურთავს: „მაკრონის ახალგაზრდობა“. რეალურად, ვიდეო, რომელშიც თითქოს საფრანგეთის პრეზიდენტი სხვადასხვა ვარცხნილობითა და ტანსაცმლით ერთ-ერთ კლუბში ცეკვავს, რედაქტირებულია. 

  

ვიდეოს თავდაპირველი ვერსია TiKTok-ანგარიშის „retro_hub“ მიერ გავრცელდა. ანგარიში ვიდეოშივე უთითებს, რომ გამოყენებულია AI.

 

ვიდეოს ყველა კადრი სწორედ ხელოვნური ინტელექტის მიერ არის დამუშავებული. მაგალითად, გავრცელებულ ვიდეოში, სადაც თითქოს მაკრონს ლურჯი პერანგი აცვია, ვიდეოს ორიგინალ ვერსიაში, ქალი ჩანს.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებულ AI-ით რედაქტირებულ ვიდეოს თან ახლავს წარწერა: „დისკოთეკა პარიზში 1984 წელი“ (discothèque PARIS 1984), მაგრამ 1984 წელს ემანუელ მაკრონი სულ რაღაც 7 წლის იქნებოდა. ამავდროულად, ვიდეოში წარმოდგენილი  ცეკვის კადრები არა საფრანგეთში, როგორც ამას TikTok-ანგარიში წერს, არამედ 1980-იან წლებში კალიფორნიაშია გადაღებული. 

ამრიგად, გავრცელებული ვიდეო, რომელშიც საფრანგეთის პრეზიდენტის ცეკვა ჩანს,  AI-ით არის რედაქტირებული. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
„ომის ვეტერან მოტოციკლეტისტთა ასოციაცია“
AI
ჯო ბაიდენი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 6 თვეში ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადების ზრდის ტემპი 23%-დან 6%-მდე შემცირდა

    6 თვეში ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • თურქეთი №1 სავაჭრო პარტნიორი და მნიშვნელოვანი ინვესტორია

    თურქეთი №1 სავაჭრო პარტნიორი და მნიშვნელ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით წერია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაიწყო - ცხინვალის დაბომბვით

    სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი...

    მანიპულირება
    განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა