სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებლები მიხეილ სააკაშვილის სატირულ ფოტოს (ბმული 1, 2) ავრცელებენ. სურათზე გამოსახულ ექსპრეზიდენტს ხელში ჟურნალი „ბომონდი“ უჭირავს, რომლის ყდაზეც სოფო ნიჟარაძეა გამოსახული. რეალურად, კადრი დამუშავებულია და მიხეილ სააკაშვილს არა სოფო ნიჟარაძის გარეკანით ჟურნალი, არამედ ის ჟურნალი უჭირავს, სადაც მისი ინტერვიუა დაბეჭდილი.

2024 წლის 22 მაისს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად დაესწრო.

სწორედ მისი ჩართვის ვიდეოჩანაწერიდანაა ამოჭრილი კადრი, რომელიც ინტერნეტსივრცეში რედაქტირებული სახით გავრცელდა. ჩართვისას, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და მსოფლიო პრესაში გავრცელებულ საკუთარ ინტერვიუს ახსენებს. ინტერვიუზე საუბრისას იგი დამსწრეებს აჩვენებს ჟურნალს, სადაც აღნიშნული ინტერვიუა დაბეჭდილი (იხილეთ ჩანაწერი 4:31-დან).

გავრცელებული ფოტო ---------------------------------------------------------- რეალური კადრი

ამდენად, გავრცელებული ფოტო სახეცვლილია და რეალურად, მიხეილ სააკაშვილს ხელში ის ჟურნალი უჭირავს, სადაც მისი ინტერვიუა დაბეჭდილი.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5574 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია