• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: უკრაინაში საბჭოთა მეგობრობის თაღი  ლგბტ ფერებში გადაღებეს

დეზინფორმაცია: უკრაინაში საბჭოთა მეგობრობის თაღი ლგბტ ფერებში გადაღებეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

05/06/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში შიინ ევროპისკენ, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3), უკრაინის დედაქალაქში გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს. პოსტის ავტორის მტკიცებით, უკრაინელი ხალხის თავისუფლების თაღი (წარსულში ხალხთა მეგობრობის თაღი) ლგბტ ფერებში საბოლოოდ გადაღებეს. ინფორმაცია სხვა ანგარიშების მიერაც გავრცელდა (1, 2). რეალურად, ვიდეო 2017 წელსაა გადაღებული, როცა უკრაინა ევროვიზიის სიმღერის კონკურსს მასპინძლობდა. თაღი სწორედ მაშინ ცისარტყელას ფერებში დროებით შეღებეს და  „მრავალფეროვნების თაღად“ მოიხსენიეს. 

 

2022 წლის მაისამდე კიევის ცენტრში მდებარე კონსტრუქციას ხალხთა მეგობრობის თაღს უწოდებდნენ. 2022 წლამდე თაღის ქვეშ იდგა ბრინჯაოს ქანდაკებებიც, რომლებიც ხელში  საბჭოთა მეგობრობის ორდენით უკრაინელ და რუს მუშებს გამოსახავდნენ. ქანდაკებების, რომლებიც “უკრაინისა და რუსეთის გაერთიანების” სიმბოლოს წარმოადგენდნენ, დემონტაჟი  2022 წლის აპრილში განხორციელდა.

დებატები „ხალხთა მეგობრობის თაღის“ ირგვლივ, რომელიც უკრაინელებისთვის კვლავ საბჭოთა იდეოლოგიას უკავშირდება, 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ განახლდა. მანამდეც, საკითხი დღის წესრიგში რამდენჯერმე დადგა. აღსანიშნავია, რომ  კიევის მთავრობამ  სამუშაო ჯგუფიც კი შექმნა, რომელსაც დაევალა კომპლექსის ბედის გადაწყვეტა. საბოლოოდ, გადაწყვეტილება მიიღეს მუშების ქანდაკების დემონტაჟის შესახებ,  ხოლო თაღი თავის ადგილას დარჩა და მას ოფიციალურად 2022 წლის 14 მაისს უკრაინელი ხალხის თავისუფლების თაღი ეწოდა.

2024 წლის აპრილში გამოქვეყნებული BBC Ukraine-ის თანახმად, კიევის საკრებულომ თაღის სრული დემონტაჟის იდეაც შეისწავლა, თუმცა საბოლოო  გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული. 2022 წელს კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ისიც აღნიშნა, რომ შესაძლოა თაღი უკრაინის დროშის ფერებში შეიღებოს. 

რაც შეეხება უშუალოდ ვიდეოს, ის 2017 წელს არის გადაღებული, როდესაც უკრაინამ ევროვიზიის სიმღერის კონკურსს უმასპინძლა.  თაღი დროებით შეღებილი იქნა ცისარტყელას ფერებში და მას „მრავალფეროვნების თაღი“ უწოდეს. ხოლო, ევროვიზიის შემდეგ კონსტრუქცია პირვანდელ სახეს დაუბრუნდა.

ამდენად, მტკიცება, რომ თაღი საბოლოოდ ლგბტ ფერებით გადაღებეს, მცდარია. ამავდროულად, ჯერჯერობით თაღის საბოლოო ბედი, მოხდება, თუ - არა მისი დემონტაჟი ან რა ფორმით შეიცვლება, გადაწყვეტილი არ არის. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
უკრაინელი ხალხის თავისუფლების თაღი
ევროვიზია
დემონტაჟი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა